კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ,"ICI PARIS"-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმასააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „პრესტიჟი"-სთან "ICI PARIS" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა:
- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;
- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;
- აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო პლათფორმაზე და ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
- აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვისმიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციისეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადიდაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმისშესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში,კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლისსასარგებლოდ, პირობითი ვალდებულებისაღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმებაგააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობითვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხისრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში,დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებისარშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.