მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურენციის გამო ფასები შევინარჩუნეთ - Best Western Gudauri ზამთრის სეზონს ხსნის

news image
mbc image

2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ იხსნება. როგორც Business Insider Georgia-სთან გუდაურში მდებარე სასტუმრო Best Western Gudauri-ს დამფუძნებელმა გიორგი კვიწინაშვილმა განაცხადა, გუდაური სეზონისთვის მზადაა, შესაბამისი თოვლიც არის, თუმცა პრობლემა შიდა გზებია. 

„გუდაური აქტიური სეზონისთვის მომზადებულია, ფასები დამუშავებულია და თოვლის დიდი რაოდენობაც გვაქვს. თუმცა შიდა გზები არის დანგრეული და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. ამის გამო საცობებია და  გადაადგილება რთულია.

ამ ეტაპისთვის მოთხილამურე სტუმრების რაოდენობა დიდი არ არის.  გვყავს ჯგუფური ტურები, ძირითადად ინდუსები, ჩინელები და კორეელები არიან. საახალწლოდ სასტუმრო მთლიანად დატვირთულია, ახალი წლების პერიოდიც და ნელ-ნელა ჯავშნებიც შემოდის“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.

გიორგი კვიწინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე  Best Western Gudauri მხოლოდ უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. 

„ამ ეტაპზე ძირითადად უცხოელების ჯავშნები გვაქვს, ორშაბათს და სამშაბათს ქართველები ნაკლებად ჩამოდიან იმიტომ, რომ მუშაობენ. შესაბამისად არასამუშაო დღეებში ძირითადად უცხოელების ჯავშნებია და ისედაც ძირითადად ქართველებისთვის ეს კურორტი იმდენად გაძვირებულია, რომ ერთ დღით თუ ამოვლენ და ჩავლენ. 

რაც შეეხება ფასებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. ვერ ვაძვირებთ კონკურენციის გამო. იმდენი ბინები და სახლებია, რომ ფასები ვეღარ იმატებს. პირიქით უმეტესწილად ყველა ცდილობს დემპინგს და ფასების დაკლებას“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა