კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ფოსტალონთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის" საქმის შესწავლა დაასრულა და პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსებობდა პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი ამანათების დაგვიანებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირობითი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიას დაევალა:
1. გაწეროს წესები და პირობები - თავდაპირველად განსაზღვრული თარიღიდან რამდენი დღის ვადაგადაცილება ჩაითვლება ამანათის არაგონივრული ვადით დაგვიანებად;
2. ამანათის ნებისმიერი ვადით დაგვიანების შემთხვევაში, მომხმარებელს წინასწარ, ინდივიდუალურად, მკაფიოდ, გასაგებად, საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია;
3. განახორციელოს ამანათის ვადის განსაზღვრა და იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის უფლებები დაირღვევა - აანაზღაუროს ზიანი;
4. დეტალურად განსაზღვროს ამანათის მოვაჭრის საზღვარგარეთ მდებარე ოფისში სათანადოდ ჩაბარების წესი, მათ შორის - პირი/პირები, რომლებიც ამანათის ჩაბარებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი და ა.შ.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად:
- კომპანიამ აიღო ვალდებულება მომხმარებლებს აუნაზღაუროს სავარაუდოდ დაკარგული ამანათის ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯი სრულად.
- მომხმარებელმა თავად განსაზღვროს თანხის უკან დაბრუნების მეთოდი - პირად საბანკო ანგარიშზე ან მომხმარებლის პირადი პროფილის ბალანსზე ზედმეტობაში დარიცხვა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებმაც ამანათები 2022 წლის პირველი ივნისიდან შეიძინეს და გადამზიდველ-ექსპედიტორ კომპანიად შპს „ფოსტალონი" მიუთითეს.
მოვაჭრე ზიანის ანაზღაურებას განახორციელებს მომხმარებლის მიერ დადგენილი წესით პრეტენზიის წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების/ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში. განცხადების შევსება უნდა განხორციელდეს 2023 წლის 24 ივნისის ჩათვლით.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.