კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, რის გამოც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს - ვახტანგ შურღაია
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურობა შეინიშნება“, - განმარტავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. შურღაია მიიჩნევს, სააგენტო სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელია.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), როგორც ჩემთვის, ისე ჩემი იურიდიული კომპანიისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მკაფიო აქტიურობა შეინიშნებოდა. ეს მიმართულება არა მხოლოდ კონკურენციის შესახებ კანონს, არამედ უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ეფუძნება. ამ მხრივ, საზოგადოებაც გააქტიურდა - გაზრდილია საჩივრებისა და მომართვიანობის რაოდენობა. სააგენტო ახორციელებს სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, რის გამოც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ეს არის ყველაზე მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად, როდესაც, მაგალითად, მაღაზიაში გაყიდული პროდუქტი უხარისხო აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები ერთი შეხედვით მარტივია, ისინი პირდაპირ აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურობდა კონკურენციის მიმართულებითაც, მათ შორის, სხვადასხვა ბაზრის დომინანტური მდგომარეობის შესწავლის კუთხით.
სააგენტოს საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა აქვს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრევენციის, სხვადასხვა მიმართულებით წარმოებული მოკვლევებისა და კონცენტრაციების კონტროლის ნაწილში“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
მისივე თქმით. შეინიშნება შემთხვევები, როდესაც კონცენტრაციები სააგენტოს მიერ შემდგომ, გვიან ეტაპზე ვლინდება, რაც უკავშირდება იმას, რომ კომპანიებმა ხშირად არ იციან სააგენტოსთვის წინასწარ მიმართვის ვალდებულების შესახებ. ამ მიმართულებით, როგორც სააგენტოს, ისე ბიზნესს ცნობიერების ამაღლების კუთხით მეტი სამუშაო აქვს შესასრულებელი, რადგან წლიდან წლამდე იზრდება ისეთი კონცენტრაციების რაოდენობა, როდესაც სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინება არ ხდება. ამასთან, როგორც განმარტებულია, სააგენტოს მხრიდან უარის თქმის საფუძველი ასეთ შემთხვევებში არ არსებობს და კონცენტრაციები, თავის მხრივ, რაიმე დამატებით რისკებს არ წარმოშობს.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ ცნობილი ფარმაცევტული საქმის დასრულების შემდეგ საკითხი სასამართლო განხილვის ეტაპზე გადავიდა, თუმცა ვახტანგ შურღაიას განცხადებით, სასამართლო კონტროლი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაჭიანურებულია. მისი თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილებების რევიზია ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც აფერხებს როგორც ეფექტიან ზედამხედველობას, ისე პრაქტიკის დროულ კორექტირებასა და განვითარებას.
„შარშან დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შემდგომ სასამართლოში გაგრძელდა - მხედველობაში მაქვს ცნობილი ფარმაციის ქეისი. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქ განსაკუთრებით საინტერესოა სასამართლო კონტროლის ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ შენელებულია. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) გადაწყვეტილებების სასამართლო რევიზია დიდი დაგვიანებით ხდება, რაც პროცესს აფერხებს. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროული და ეფექტური რევიზია აუცილებელია, რათა უწყებამ დანერგილი პრაქტიკის სისწორეში დარწმუნდეს ან, საჭიროების შემთხვევაში, მასში დროულად შეიტანოს ცვლილებები და საქმიანობა დახვეწილი მიდგომებით გააგრძელოს“, - აღნიშნა შურღაიამ.
მისივე განცხადებით, კონკურენციის სამართალი განსაკუთრებით კომპლექსური სფეროა, სადაც სამართლებრივი და ეკონომიკური ფაქტორები მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. მისი თქმით, მაღალი ოდენობის ჯარიმები და მრავალმხრივი ფაქტობრივი გარემოებები ხშირად წარმოშობს დავებს, რის გამოც საქმეები იშვიათად შემოიფარგლება ერთი კონკრეტული ფაქტით და, როგორც წესი, გადაწყვეტილებები ფაქტთა ერთობლიობის საფუძველზე ყალიბდება. შესაბამისად, როგორც სააგენტოს, ისე ბიზნესის მხარეს ყოველთვის აქვთ საკუთარი არგუმენტები, რაც დავების რაოდენობას ზრდის და პროცესს უფრო რთულს ხდის.
სხვა სიახლეები
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
16.09.2026.18:19
საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).
შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes
აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner
თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty
სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona
ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson
საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია- საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.
გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები
რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.