მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

news image
mbc image

სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგი მოიცავს  - კონკურენციის ჭრილში, საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ზოგადი ვითარების შესწავლას. მათ შორის, შესაბამის ბაზარზე - მოქმედი ძირითადი ფაქტორების, არსებული ბარიერების ანალიზსა და კონკურენტული გარემოს შეფასებას. 

 

ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი სააგენტომ ფერმერთა მიერ პროდუქციის რეალიზაციის სირთულეების და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, 2023 წლის 30 ივნისს დაიწყო. სააგენტოს შუალედური შეფასებით, 2020-2023 წლებში, 50-მდე კომპანია ახორციელებდა საქართველოდან მოცვის ექსპორტს. ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (საერთო ექსპორტის 90%-ზე მეტი). 2020-2022 წლებში, ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტირებულია, ხოლო 2023 წელს ინდექსი იზრდება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ნიშნულამდე.

 

ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2020 წელს, ექსპორტის საერთო მოცულობამ შეადგინა 654.9 ტონა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა - 3412.8 ტონა. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც. კერძოდ, 2020 წელს, განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა (ზრდა 475%).

 

5 მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე, შესასწავლ პერიოდში,  43%-დან 65%-მდე მერყეობს. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

 

სააგენტო  ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს, რომლის საბოლოო ანგარიშის მომზადება 2024 წელს იგეგმება.

 

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი - საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი - თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა