მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი

news image
mbc image

ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა. გამოვლენილია 30 გამარჯვებული მასწავლებელი.

კონკურსი „ფინედუს“ ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა მასწავლებლების მიერ „ფინედუს“ მიწოდებული მასალებითა და ინსტრუქციით მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. კონკურსის გამარჯვებულებად ჩაითვლებოდა პირველი 30 მასწავლებელი, რომელიც ჩაატარებდა სპეციალურ გაკვეთილს და კონკურსის პირობების დაცვით საჯაროდ გაავრცელებდა პროექტისა და გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას.

კონკურსი 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დაანონსდა და ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. პროექტში 150-მდე მასწავლებელი ჩაერთო „ფინედუს დესპანის“ მისიით და V-XII კლასის მოსწავლეებთან ინტერაქციული გაკვეთილი პირადი ფინანსებისა და ფულის დაზოგვის თემაზე ჩაატარა.

1-ელ დეკემბერს გამოვლინდა 30 გამარჯვებული მასწავლებელი. ყველა მათგანს „სულაკაურის გამომცემლობის“ 50 ლარიანი და გამომცემლობა „ინტელექტის“ 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - „ფინედუს დესპანი“ მასწავლებლის სერტიფიკატი.

“ბაზისბანკი ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. წელსაც თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათგან ერთ-ერთი იყო კონკურსი გახდი „ფინედუს დესპანი მასწავლებელი“, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა. ბაზისბანკის მხარდაჭერით მომავალშიც საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც მოზარდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.’’ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა