„კოორდინატი“ - პროექტი, რომელიც ბაზარზე სტანდარტებს ადგენს
კოორდინატი ორი რიცხვია, რომელიც რუკაზე ერთ კონკრეტულ წერტილს განსაზღვრავს. პროექტი „კოორდინატიც’’ ასეთი წერტილია თბილისის რუკაზე: ორთაჭალაში, ცენტრთან ახლოს, სადაც მრავალფუნქციური ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. აქ საცხოვრებელ ბინებთან ერთად დაგხვდებათ ლობი, ეზო, პარკინგი და სხვა საერთო ზონები. რუკაზე ეს ერთი მისამართია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ადგილი, სადაც სახლი, ეზო და ქალაქის ტემპი ერთ მთლიანობას ქმნის.
ზოგადად, ყველა სახლს აქვს თავისი საწყისი წერტილი. ადგილი, საიდანაც იწყება სამუშაო დღე, სადაც ბრუნდები დღის ბოლოს და სადაც გეგმავ მომავალს. ,,კოორდინატის’’ მთავარი გზავნილიც, „ქალაქი აქედან იწყება’’, ზუსტად ამ იდეას ეხმიანება. ქალაქი ზუსტად აქედან იწყება - თბილისის ცენტრთან მდებარე ერთი კონკრეტული მისამართიდან, რომელსაც შენი ყოველდღიური მარშრუტები უკავშირდება.
ერთი უბანი, ერთი სახლი, ბევრი ყოველდღიური საჭიროება
ორთაჭალა თბილისის ის იშვიათი უბანია, საიდანაც ქალაქის ცენტრამდე მისვლას დიდი დრო არ სჭირდება. ვისაც სამსახური ცენტრში აქვს, საცობებში საათების დაკარგვა არ უწევს, ხოლო ვინც დღის განმავლობაში ხშირად გადაადგილდება და დროის დაზოგვა სჭირდება, უბნის ამ მდებარეობას განსაკუთრებით აფასებს. აქ ქალაქის მთავარი არტერიები ხელის გაწვდენაზეა, თუმცა სახლში დაბრუნებისთანავე სრული სიმშვიდე და სიმყუდროვე გხვდება.
„კოორდინატში’’ ეს კომფორტი თავად პროექტის შიდა მოწყობაშიც იგრძნობა. ოთხი ბლოკი ერთიან, კარგად ორგანიზებულ სივრცეს ქმნის, სადაც ლობი, ეზო და პარკინგი ზუსტად მაცხოვრებლების საჭიროებებზეა მორგებული. მაგალითად, ლობიში კურიერებისთვის ცალკე ზონაა გამოყოფილი, ველოსიპედების სადგომი, ელექტრომობილების დამტენები და ინდივიდუალური სათავსოები კი ის პატარა, მაგრამ აუცილებელი დეტალებია, რომლებიც ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს.
„კოორდინატის’’ გამწვანებულ ეზოში Wi-Fi-ც მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლოს საქმეების დასრულება, ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზეც შეგიძლიათ. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსებიც - უწყვეტი წყალმომარაგება და საერთო სივრცეების ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფა.
არქიტექტურული ხედვა და მასშტაბი: როცა დიზაინს შინაარსი აქვს
„კოორდინატი’’ ოთხი ბლოკისგან შედგება და ეს პროექტის საერთო ხასიათზეც აისახება. ერთი მასიური შენობის ნაცვლად, ტერიტორიაზე რამდენიმე დამოუკიდებელი ნაგებობაა გადანაწილებული, რის გამოც კომპლექსის სტრუქტურა უფრო მკაფიოა და სივრცეში ორიენტირებაც მარტივია.
კომერციული ბლოკი კომპლექსს სრულიად სხვა დინამიკას სძენს. თუ საცხოვრებელი ზონა ძირითადად დილისა და საღამოს საათებში აქტიურდება, კომერციული სივრცეები მთელი დღის განმავლობაში ცოცხალია, შესაბამისად, ტერიტორია მხოლოდ მაცხოვრებლების სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ არ იცვლის ხასიათს. ეზო და საერთო ზონები ოთხივე ბლოკს აერთიანებს და ორთაჭალის ამ ერთ მისამართზე პატარა, დამოუკიდებელი უბნის განცდას ქმნის: ქალაქის ცენტრთან ახლოს, საკუთარი, კომფორტული გარემოთი.
ბიზნესკლასის კონცეფცია ბინების დაგეგმარებაშიც იკითხება. ერთსაძინებლიანიდან ხუთსაძინებლიანამდე ვარიანტები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სცენარზეა გათვლილი. ლობი, ეზო და პარკინგი კი ყველა მაცხოვრებლისთვის საერთო სივრცეა, მიუხედავად იმისა, რამდენოთახიან ბინას ირჩევს. ამ შემთხვევაში დიზაინის ღირებულება დეტალებში ჩანს - ბინის ფართობი შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა საერთო გარემოს ხარისხი ყველასთვის ერთნაირად მაღალია.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „კოორდინატში’’ ხელმისაწვდომია ბინები განვადებით, ხოლო ბინის ყიდვა იპოთეკით პარტნიორი ბანკის დაფინანსებითაც შეიძლება.
ეზო, როგორც მთავარი დასასვენებელი სივრცე
კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებული 1 ჰა პარკი სრულიად ცვლის წარმოდგენას ცენტრალურ უბნებში არსებულ საცხოვრებელ გარემოზე, სადაც მწვანე სივრცე ხშირად მცირე ზომის სკვერებით ან ბანალური დეკორატიული გაზონებით შემოიფარგლება. „კოორდინატში’’ ეს მასშტაბი სრულიად სხვა სტანდარტს გვთავაზობს - ფართო საფეხმავლო ხეივნები, ხეების ჩრდილში მოწყობილი მოსასვენებელი კუთხეები და ბუნებრივი რელიეფით გააზრებული ლანდშაფტი ქმნის გარემოს, სადაც სახლიდან გასვლისთანავე სრულიად სხვა რეალობაში ხვდები.
ერთი ჰექტარი იმდენად დიდი სივრცეა, რომ ოთხივე ბლოკის მაცხოვრებელს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ეზოში საკმარისი ადგილი რჩება. აქ შესაძლებელია სეირნობა, ბავშვებთან ერთად დროის გატარება, სპორტით დაკავება ან უბრალოდ გარეთ ყოფნა ისე, რომ ამისთვის საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება არ დაგჭირდეს. პარკის მასშტაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვისაც - ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები ახლოსაა, მშობლებს კი მათი კონტროლი მარტივად შეუძლიათ. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე კომპp;[‘ლექსისთვის ასეთი დიდი გამწვანებული ტერიტორია იშვიათ შესაძლებლობას ქმნის: იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებთან ახლოს და ამავდროულად, სახლთანვე გქონდეს სივრცე დატვირთული დღის შემდეგ სრულყოფილი დასვენებისთვის. სწორედ ასეთი კომბინაცია შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს მშენებარე ბინები ორთაჭალაში.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ამ სივრცის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობაა, რომელიც თითოეული მაცხოვრებლის ინტერესს ითვალისწინებს. ღია ცის ქვეშ მოწყობილი პადელისა და ბადმინტონის მოედნები აქტიური ცხოვრების მოყვარულებს ვარჯიშის შესაძლებლობას სთავაზობს, ხოლო შინაური ცხოველებისთვის გამოყოფილი კეთილმოწყობილი ზონა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად სეირნობისთვისაა მოსახერხებელი.
მზად ხარ ახალი დასაწყისისთვის?
ყოველი დიდი ცვლილება ხშირად ერთი სწორი გადაწყვეტილებით იწყება - იმ მომენტიდან, როდესაც გადაწყვეტ, რომ შენი ყოველდღიურობა ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც თავად გსურს.
„კოორდინატის’’ კონცეფციაც ამ ხედვას ეყრდნობა: აქ მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ატარებ თავისუფალ დროს და რამდენად მოსახერხებელია შენთვის ყოველდღიური ცხოვრება.
საბოლოოდ, კოორდინატები რუკაზე უბრალოდ მდებარეობას გვიჩვენებს. საცხოვრებელი ადგილის არჩევისას კი ეს ყოველდღიურობის საწყისი წერტილი ხდება - ადგილი, საიდანაც იწყებ დილას, ბრუნდები დღის ბოლოს და გეგმავ შემდეგ ნაბიჯებს. თუ ახალი სახლის შერჩევის პროცესში, შენთვის მნიშვნელოვანია ქალაქთან სიახლოვე, ფართო საერთო სივრცე და საკუთარ ცხოვრების სტილზე მორგებული გარემო, არ არის გამორიცხული, რომ შენი შემდეგი კოორდინატი უკვე ორთაჭალაში მონიშნო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
13.10.2026.15:00
საქართველოს ბანკი ბიზნესი განათლების სექტორში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორმა კომპანია „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11.5 მლნ. ლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის დაფინანსება კი 7 მლნ. ლარია.
ახალი კამპუსი ბაგრატიონის ქუჩა #117-ში მდებარეობს. სასწავლო სივრცე 596 მოსწავლეზეა გათვლილი. ის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და აერთიანებს სპეციალიზებულ ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ სივრცეებს, რომლებიც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კამპუსში ასევე განთავსებულია 150 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოსწავლეების განთავსებასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიების, მათ შორის სეზონური სკოლებისა და ბანაკების, მასპინძლობას შეძლებს.
„ბათუმის ახალი კამპუსის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სივრცეები და საერთო საცხოვრებელი შესაძლებლობას გვაძლევს, მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ. საქართველოს ბანკთან 2007 წლიდან ვთანამშრომლობთ და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ ახალი კამპუსის პროექტის განხორციელებაშიც ჩვენი პარტნიორია.
საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპს თბილისში ახალი კამპუსის პროექტი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიღებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „ვითი ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან გოგიამ.
„განათლების სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ „ვითი ჯგუფთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ახალი კამპუსის პროექტშიც ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ახალი კამპუსი მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შეუქმნის და განათლების მიმართულებით კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი წეროძემ.