მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი - ღონისძიების წარმდგენია SOLO

news image

SOLO გამორჩეული კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, რომლებიც მაყურებელს უნიკალურ შესრულებას და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
სწორედ ამ მიზნით, Stockton-ის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, 19 აპრილს, 19:00 საათზე Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

პროგრამა 8 ნაწილისგან შედგება, თითოეული მათგანი კი საკამოტოს იმ კომპოზიციის სახელს ატარებს, რომლის მელოდია და მუსიკალური მასალაც Kordz-ის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში ჟღერს. რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გამოირჩევა საკუთარი უნიკალური ხასიათით, ძველი და თანამედროვე მუსიკალური სტილების სინთეზით.

ღონისძიება მსმენელს Factory Tbilisi-ში უმასპინძლებს. SOLO-ს მომხმარებლებისთვის კი ნებისმიერ ბარათზე იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, SOLO-სა და Stockton-ის ინიციატივით, Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი უკვე მესამედ იმართება.

მაყურებლის წინაშე წარდგებიან:

Kordz, იგივე ალექსანდრე კორძაია

ჰოლანდიური ანსამბლი - Het Muziek

თამრიკო კორძაია - პიანინო/სინთეზატორი

ელენე გოგოძე - ვიოლა

კონსტანტინე გოცირიძე - ვიოლინო

გიორგი ნადარეიშვილი - ჩელო

ნინო ოჩიგავა - ფლეიტა

შოუს ვიზუალურ ნაწილზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი და Lumus Instruments-ი იზრუნებენ.

ინფორმაციისთვის, იაპონელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის რიუიჩი საკამოტოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა არაერთ მუსიკალურ ჟანრზე, მათ შორის ელექტრონულ მუსიკაზე, დისკოზე, ჰიპჰოპსა თუ კინომუსიკაზე. საკამოტოს შემოქმედების მნიშვნელობისა და იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მუსიკა დროს გაუძლებს, ალექსანდრე კორძაიამ ჰოლანდიურ ანსამბლ Het Muziek-თან (ყოფილი Asko|Schönberg) ერთად სპეციალურად Holland Festival 2021-ისთვის მოამზადა ერთგვარი მიძღვნა. „დიდი მადლობა ჩემი მუსიკისადმი თქვენი უდიდესი ერთგულებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ” - საკამოტოს ეს სიტყვები ალექსანდრე კორძაიას მიმართ ნდობის გამოხატულებად და მისი მუსიკის თავისუფალი ინტერპრეტაციის მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს.

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესმენ ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის

25.04.2026.22:39

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის.

“ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ, მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

გონაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას მეცხოველეობაშიც და ხორცის წარმოებაშიც ბევრი რამის “გადატეხვა” შეუძლია.

“ყოველ ორ კვირაში ფასი იმატებს და „ვაიმე რატომ იმატებს“? მოიმატებს, ფიზიკურად ცხოველი აღარ არის ქვეყანაში, რომელსაც ხორცად აქცევ. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში ცოცხალი წონის ფასი 7 ევროზე არის ასული, მთელს მსოფლიოში ცხოველის დეფიციტია, ამას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ამბობდა 10 წლის წინ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ფერმერი გამოსავალს ქვეყანაში ცოდნის შემოტანაში ხედავს.

“შენ თუ გინდა შენი წარმოება გაზარდო, ცოდნა უნდა შემოიტანო ქვეყანაში. ცოდნა რომ შემოვიტანოთ ბიზნესი უნდა გამსხვილდეს, სამინისტროს როლს ვხედავ როგორც ფასილიტატორის”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა