მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი - ღონისძიების წარმდგენია SOLO

news image
mbc image

SOLO გამორჩეული კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, რომლებიც მაყურებელს უნიკალურ შესრულებას და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
სწორედ ამ მიზნით, Stockton-ის ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, 19 აპრილს, 19:00 საათზე Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

პროგრამა 8 ნაწილისგან შედგება, თითოეული მათგანი კი საკამოტოს იმ კომპოზიციის სახელს ატარებს, რომლის მელოდია და მუსიკალური მასალაც Kordz-ის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში ჟღერს. რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი გამოირჩევა საკუთარი უნიკალური ხასიათით, ძველი და თანამედროვე მუსიკალური სტილების სინთეზით.

ღონისძიება მსმენელს Factory Tbilisi-ში უმასპინძლებს. SOLO-ს მომხმარებლებისთვის კი ნებისმიერ ბარათზე იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, SOLO-სა და Stockton-ის ინიციატივით, Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი უკვე მესამედ იმართება.

მაყურებლის წინაშე წარდგებიან:

Kordz, იგივე ალექსანდრე კორძაია

ჰოლანდიური ანსამბლი - Het Muziek

თამრიკო კორძაია - პიანინო/სინთეზატორი

ელენე გოგოძე - ვიოლა

კონსტანტინე გოცირიძე - ვიოლინო

გიორგი ნადარეიშვილი - ჩელო

ნინო ოჩიგავა - ფლეიტა

შოუს ვიზუალურ ნაწილზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი და Lumus Instruments-ი იზრუნებენ.

ინფორმაციისთვის, იაპონელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის რიუიჩი საკამოტოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა არაერთ მუსიკალურ ჟანრზე, მათ შორის ელექტრონულ მუსიკაზე, დისკოზე, ჰიპჰოპსა თუ კინომუსიკაზე. საკამოტოს შემოქმედების მნიშვნელობისა და იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მუსიკა დროს გაუძლებს, ალექსანდრე კორძაიამ ჰოლანდიურ ანსამბლ Het Muziek-თან (ყოფილი Asko|Schönberg) ერთად სპეციალურად Holland Festival 2021-ისთვის მოამზადა ერთგვარი მიძღვნა. „დიდი მადლობა ჩემი მუსიკისადმი თქვენი უდიდესი ერთგულებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ” - საკამოტოს ეს სიტყვები ალექსანდრე კორძაიას მიმართ ნდობის გამოხატულებად და მისი მუსიკის თავისუფალი ინტერპრეტაციის მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

16.09.2026.18:19

საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას   30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).

შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes

აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner

თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty

სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona

ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson

საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია-  საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები

რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:

  • New Light - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 300 ლარი; არ ვრცელდება გარკვეული მოდელის სანათებსადა ნათურებზე
  • JBL, Shark | Ninja, Dyson - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 200 ლარი
  • BOSS - მოქმედებს 30% ქეშბექი ლიმიტის გარეშე
  • Chicco - ვრცელდება მხოლოდ Chicco-ს ბრენდის პროდუქციაზე
  • Regalia - არ ვრცელდება Tsikolia-ს პროდუქციაზე
  • GMT- არ ვრცელდება Ronius-ზე
  • Lutecia - არ ვრცელდება Chanel, Dior, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto და Lutecia ბრენდებზე, ასევე სასაჩუქრე და ლოიალობის ბარათებზე
  • Ici Paris - არ ვრცელდება Chanel, Tom Ford, Byredo, Casamorati, Juliette Has a Gun, Xerjoff, Roja, Vilhelm Parfumerie, YSL და Giorgio Armani ბრენდებზე, სასაჩუქრე ბარათებზე, აგრეთვე ICI MIX ნაკრებებზე

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა