კორეიდან და ჩინეთიდან დაიწყეს ტურისტებმა ჩამოსვლა, სასტუმროს დატვირთულობა 65%-ია - Komorebi Bakuriani Resort
ბაკურიანში მარტ-აპრილში ადგილობრივი ტურისტების ნაკადი შედარებით მცირეა. მაის-ივნისიდან კი აქტივობა იზრდება და კურორტზე სასტუმროები სრული დატვირთვით იწყებენ მუშაობას. ზაფხულის სეზონი ბაკურიანში ტურისტებისთვის ზამთრის მსგავსად მიმზიდველია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Komorebi Bakuriani Resort-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი გოგაძემ განუცხადა.
„გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ბაკურიანში დასვენებაზე მოთხოვნა არის და ბევრი სტუმარი ჩამოდის. Komorebi Bakuriani Resort-ი გამორჩეულ ადგილას კოხტასთან მდებარეობს, სადაც ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ სტუმარმა კარგად დაისვენოს. ამ დროისთვის გვყავს სტუმრები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან და ასევე სასტუმროში ისვენებენ საქართველოს მოქალაქეები. გვაქვს ზაფხულის ჯავშნები. თუმცა რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ სეზონზე დატვირთულობა ნაკლებია“, - ამბობს Georgia-ს Komorebi Bakuriani Resort-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ბაკურიანს სტუმრობენ ტურისტები ახალი სამიზნე ბაზრებიდან.
„კორეიდან და ჩინეთიდან დაიწყეს ტურისტებმა შემოსვლა. ბაკურიანზე აზიის ბაზრებიდან დიდი წილი არ მოდის, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეებს უფრო სხვა მიმართულებით უყვართ დასვენება. ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა ვმუშაობთ სხვა ქვეყნებზეც, ზაფხულის სეზონზე სასტუმროს ვიზიტორების 40% საქართველოს მოქალაქეა“, - ამბობს გიორგი გოგაძე.
ამ დროისთვის Komorebi Bakuriani Resort-ი 65%-ითაა დატვირთული. თუმცა სასტუმროში აცხადებენ, რომ აქვთ მოლოდინი ზაფხულის სეზონზე ბაკურიანში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა.
Komorebi Bakuriani Resort-ში ოთახში განთავსების ფასი დილის საუზმით 270-ლარიდან იწყება, დამატებითი კვება კი $15 ეკვივალენტი ღირს ლარში. სასტუმროში არის 75 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.