კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
PSP, როგორც K-Beauty-ის მთავარი ადგილი საქართველოში, აგრძელებს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. კორეული კანის მოვლის პრემიუმ ბრენდი Manyo მსოფლიოში ცნობილია Clean Beauty-ის ფილოსოფიით. Manyo-ის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა სწორედ ინგრედიენტებზე დაფუძნებული მიდგომა და ფერმენტაციის ტექნოლოგიაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს უფრო ეფექტურსა და კანისთვის ადვილად ათვისებადს ხდის.
K-Beauty ბოლო წლებში მსოფლიო კანის მოვლის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ ფილოსოფიის მთავარი პრინციპი არა სწრაფი ვიზუალური შედეგი, არამედ კანის ჯანმრთელობაზე დაფუძნებული, თანმიმდევრული ყოველდღიური მოვლაა.
სწორედ ამ მიდგომას იზიარებს Manyo, რომლის კონცეფციაც ეფუძნება იდეას, რომ ლამაზი კანი ჯანმრთელი კანიდან იწყება. ბრენდი ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, ფერმენტირებულ აქტიურ კომპონენტებსა და თანამედროვე დერმატოლოგიური კვლევების შედეგებს. პროდუქციის მთავარი მიზანია კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერება, მიკრობიომის მხარდაჭერა, ინტენსიური დატენიანება და კანის ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნება.
ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხაზი Pure Cleansing Oil - ღრმა გამწმენდი ზეთი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კორეულ გამწმენდ პროდუქტად მიიჩნევა. გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Bifida Biome-ის ხაზი, რომელიც კანის ბარიერის აღდგენასა და მგრძნობიარე კანის მოვლაზეა ორიენტირებული, Galactomy - კანის ტონის გათანაბრებისა და ბუნებრივი ბზინვარებისთვის, ხოლო Glutathione - პიგმენტური ლაქებისა და არათანაბარი ტონის მოვლისთვის.
Manyo-ს სლოგანი - Everyday Magic for Your Skin (ყოველდღიური მაგია შენი კანისთვის), გამოხატავს ბრენდის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ჯანსაღი, ძლიერი და ბუნებრივად ბზინვარე კანი ყოველდღიური, სწორად შერჩეული მოვლის შედეგია.
„PSP ქართველი მომხმარებლისთვის ჩამოყალიბდა მსოფლიოს მოთხოვნადი ბრენდების ერთიან სივრცედ. ამისთვის, მუდმივად ვაფართოებთ კანის მოვლის ბრენდების პორტფელს, მათ შორის K-Beauty. Manyo-ს დამატება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ფილოსოფია სრულად ემთხვევა თანამედროვე კანის მოვლის ტენდენციებს - ჯანმრთელი კანი, ეფექტური ინგრედიენტები და გრძელვადიანი შედეგი, ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. უახლოეს მომავალში, კიდევ არაერთ საინტერესო ბრენდსა და სიახლეს შევთავაზებთ ქართველ მომხმარებელს” - აცხადებენ PSP-ში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
27.10.2026.18:33
საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.
ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:
• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.