KOTESI-ის გამორჩეული აქსესუარი - ახლა განახლებული დეტალებით
KOTESI-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქსესუარი, სამაჯური ტუჩის ბალმითა და სარკით, განახლებული დეტალებით არის წარმოდგენილი. ახალი ვერსია აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, ფუნქციურობასა და კომფორტს, რათა ყოველდღიური სილამაზის რუტინა კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს.
სამაჯურში ერთიანდება ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ - დამატენიანებელი ტუჩის ბალმი, სარკე და ფუნჯი, თუმცა ახლა უკვე გაუმჯობესებული დეტალებით. დამატებული მაგნიტური ფიქსაცია გახსნა-დახურვას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის, ხოლო განახლებული, რეგულირებადი შესაკრავი საშუალებას გაძლევთ, სამაჯური მარტივად მოირგოთ სასურველ ზომაზე. უსაფრთხო ჩამკეტი მექანიზმი კი უზრუნველყოფს ბალმისა და სარკის საიმედო დაცვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალმის გამოყენებას, რათა ის უფრო კომფორტული და სასიამოვნო ყოფილიყო. ბალმის დასრულების შემდეგ კი მისი შეცვლა მარტივად შეგიძლიათ - ერთი მარტივი მოძრაობით ამოიღეთ ძველი ბალმი და ჩაანაცვლეთ ახალი რეფილით, სასურველი არომატით.

ბალმის ფორმულა გამდიდრებულია SPF 30-ით, შიის კარაქითა და ვიტამინ E-თი. ის ატენიანებს და არბილებს ტუჩებს, ანიჭებს მათ ბუნებრივ ბზინვარებას და ყოველდღიურ მოვლას მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. ფორმულა ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე.
განახლებულ კოლექციას ახალი დიზაინებიც შეემატა. მათ შორისაა მზის ენერგიითა და სინათლით შთაგონებული Solé - დიზაინი, რომელიც KOTESI-ისთვის დამახასიათებელ მზის სიმბოლოს თანამედროვე და დახვეწილი ფორმით წარმოაჩენს.
სამაჯური ტუჩის ბალმითა და სარკით სილამაზის პატარა რიტუალად იქცა და ყოველდღიური კომფორტი ერთ აქსესუარში გააერთიანა. სწორედ ეს იდეა აქცევს KOTESI-ის განახლებულ სამაჯურს არა მხოლოდ გამორჩეულ დეტალად, არამედ ფუნქციურ აქსესუარად, რომელიც ყოველთვის შენთანაა.
სხვა სიახლეები
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
13.10.2026.10:49
კომერციული ავტომობილების წამყვანი იაპონური მწარმოებლის, UD Trucks-ის, ახალი მოდელები ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია. ბრენდს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულება წარმოადგენს. კომპანია სამივე ბაზარზე მომხმარებლებს UD Trucks-ის კომერციულ ავტომობილებთან ერთად სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისსაც სთავაზობს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის მხოლოდ ახალი ბრენდის პორტფელში დამატებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებლებისთვის რეალური ბიზნესამოცანების მიხედვით განსხვავებული სატრანსპორტო გადაწყვეტების არჩევის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიგვეცა, მათ შორის საშუალო სეგმენტში. UD Trucks Quester მძიმე სამუშაო პირობებისთვისაა შექმნილი და გათვლილია ყოველდღიურად ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. მოდელი უზრუნველყოფს მაღალ ტვირთამწეობას, საწვავის ეფექტიან მოხმარებას, ექსპლუატაციის უწყვეტობასა და უსაფრთხოების მხარდამჭერ თანამედროვე ფუნქციებზე წვდომას. იაპონური ბრენდი იმ ბიზნესებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, რომლებიც სატვირთო ავტოპარკის გამძლეობისა და ყოველდღიურ ოპერაციებზე მორგების საკითხებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ“.
ამ ეტაპზე იაპონური ბრენდი საქართველოში ორი მოდელით იქნება წარმოდგენილი - მძიმე ტვირთამწეობის Quester და საშუალო ტვირთამწეობის Croner. სხვადასხვა კონფიგურაციის სატვირთო ავტომობილები ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება: დაწყებული სამშენებლო და მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებით, დასრულებული ურბანული და რეგიონული დისტრიბუციით.

ამასთანავე, Quester-ის კაბინა მძღოლის კომფორტზეა მორგებული და ხანგრძლივი სამუშაოების შესრულებისას მისი დაღლილობის შემცირებას უწყობს ხელს. Quester-ის კონცეფცია იმ ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს, რომლებსაც რთულ სამუშაო პირობებში საიმედო და გამძლე სატვირთო ავტომობილი სჭირდებათ, მათ შორის საგზაო-სამშენებლო და საკარიერო ოპერაციებისთვის.
UD Trucks Croner მრავალფუნქციური საშუალო ტვირთამწეობის ავტომობილია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებაზე მორგების შესაძლებლობას იძლევა. მოდელი ხელმისაწვდომია საერთო მასის სამი დიაპაზონითა და თვლების სხვადასხვა კონფიგურაციით. Croner-ის კონცეფციაში ასევე გათვალისწინებულია მძღოლის კომფორტი და მართვის სიმარტივე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიურ და ინტენსიურ სატრანსპორტო ოპერაციებში. დამატებით, მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის ძრავისა და ამძრავის სისტემის, PTO-სა და კონკრეტულ სამუშაოზე მორგებული სხვა კომპონენტების არჩევა, რაც Croner-ს ურბანული და რეგიონული დისტრიბუციის, მუნიციპალური მომსახურების, საევაკუაციო და სპეციალიზებული ოპერაციებისთვის მოქნილ გადაწყვეტად აქცევს.

მაჯდა როჩდი, UD Trucks - ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი: „კავკასიის რეგიონს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში, სადაც სხვადასხვა ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ საგზაო ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ, სამშენებლო და სადისტრიბუციო გადაწყვეტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. „თეგეტასთან“ პარტნიორობით კი რეგიონში UD Trucks-ის პოზიციებს გავაძლიერებთ და მომხმარებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იაპონური ბრენდის პროდუქციაზე წვდომას მივცემთ. ამ გამოცდილების „თეგეტას“ ადგილობრივ ექსპერტიზასთან, მომხმარებლებთან ხანგრძლივ ურთიერთობებსა და მომსახურების შესაძლებლობებთან გაერთიანებით რეგიონში ბრენდის მდგრადი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ვქმნით.
UD Trucks ბაზარზე საიმედო, ეფექტიანი და პრაქტიკული სატრანსპორტო გადაწყვეტებით შემოდის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის კომერციული სატრანსპორტო საშუალებები, არამედ მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, გრძელვადიანი მხარდაჭერა შევთავაზოთ“.

UD Trucks 1935 წელს დაარსდა და დღეს იაპონიაში კომერციული ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მწარმოებელია. მისი პროდუქცია მსოფლიოს 60-ზე მეტ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და ლოგისტიკის, დისტრიბუციის, მშენებლობისა და მუნიციპალური მომსახურების მიმართულებებში აქტიურად გამოიყენება. UD არის აბრევიატურა Ultimate Dependability-ისა, რაც „უმაღლეს საიმედოობას“ ნიშნავს და ასახავს ბრენდის მისიას – მომხმარებლებს შესთავაზოს საიმედო სატვირთო ავტომობილები მათი ყოველდღიური ოპერაციების მხარდასაჭერად.
პორტფელში UD Trucks-ის დამატებით „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციულ მომხმარებლებს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს. ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილებითა და საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის მდიდარი ისტორიით „თეგეტა“ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის ზრდას განაგრძობს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.