მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყოველდღიური ფრენები ნიშნავს, რომ ბაზარი უფრო მოქნილია და მგზავრს მეტი არჩევანის საშუალება აქვს - ლევან მოსეშვილი Condor Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებაზე

news image
mbc image

ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ თბილისი დაკავშირებული იყოს ფრანკფურტთან, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა Condor Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, თბილისსა და ფრანკფურტს შორის ყოველდღიური ფრენები იმას ნიშნავს, რომ მგზავრებს გერმანიის მიმართულებით უფრო მოქნილად და უფრო კომფორტულად გადაადგილება შეეძლებათ.

„ Condor Airlines ბრუნდება საქართველოს ავიაბაზარზე. ოპერირებდა წლების განმავლობაში.  Condor Airlines მომავალი წლიდან ყოველდღიური ფრენებით შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე. მას ფრანკფურტის მიმართულებით ექნება ყოველდღიური რეისები, რაც საქართველოსთვის ნიშნავს, რომ გერმანიის მიმართულებით მგზავრებს მიეცემათ შესაძლებლობა უფრო მოქნილად და უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ. აგრეთვე ბიზნესსექტორისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევითობა ექნებათ - საქართველოს დედაქალაქს დაკავშირებადობა ექნება დასავლეთ ევროპის კიდევ ერთ მიმართულებასთან, რაც ტურიზმსაც შეუწყობს ხელს. ტურიზმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ თბილისი დაკავშირებული იყოს ფრანკფურტთან. ყოველდღიური ფრენები ნიშნავს, რომ ბაზარი უფრო მოქნილია და მგზავრს მეტი არჩევანის საშუალება აქვს. საერთო ჯამში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ჯამში, გერმანიის 8 ქალაქთან გვაქვს ავიამიმოსვლა. ვცდილობთ, რომ ეს ციფრი მუდმივად გავზარდოთ და არ შევამციროთ, რათა უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს - ავიამიმოსვლა იყოს უფრო მოქნილი, სწრაფი და მოხერხებული. სტაბილურობა და სანდოობა ძალიან მაღალი გვაქვს ავიასექტორშიც“, - აცხადებს მოსეშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა