მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი - გაეცანით საქართველოს ბანკის სიახლეებს

news image
mbc image

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დრო, სიმარტივე და პროგნოზირებადობა ყველაზე ღირებული რესურსებია. ყოველდღიურად გადარიცხვების მარტივად შესრულება, ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომა და გადაწყვეტილებების დროულად მიღება ბიზნესის ზრდასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი: პლატფორმები, რომლებიც ეტაპობრივად არა მხოლოდ საბანკო სერვისებისა და პროდუქტების პლატფორმად, არამედ ბიზნესის მართვის ციფრულ ეკოსისტემად იქცა.

ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი შემდეგ პრინციპს ეფუძნება: მომხმარებელმა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობით უნდა შეძლოს იმ სერვისების მიღება, რაც ფილიალში იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ორივე არხში უკვე არაერთი ახალი ფუნქციონალი და სერვისი ერთიანდება:

დაფინანსების მიღება სრულად ციფრულად

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დამატებით ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომაა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად არის შესაძლებელი უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხით სარგებლობა.

დღეს უკვე ბიზნესს შეუძლია:

• ისარგებლოს სხარტი ბიზნეს სესხით 3 თვის განმავლობაში უპროცენტოდ (ეფექტური 19%-დან).

• მიიღოს 500 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფით (ეფექტური 15%-დან) ან 80 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფის გარეშე (ეფექტური 19%-დან);

• შეავსოს განაცხადი, დაიმტკიცოს და თანხა აითვისოს სრულად ციფრულად;

• დაზოგოს დრო და თავიდან აიცილოს ფილიალში ვიზიტი;

ვალუტა და კონვერტაცია

იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უცხოურ მომწოდებლებთან მუშაობენ ან შემოსავლები სხვადასხვა ვალუტაში აქვთ, კონვერტაციის კურსი და გადარიცხვის მარტივი პროცესი უმნიშვნელოვანესია.

შესაბამისად, ბიზნეს ინტერნეტბანკში:

• კონვერტაციის კურსის შეთანხმება გახდა მარტივი და თვალსაჩინო

• მომხმარებელი ხედავს:

o ბანკის სტანდარტულ კურსს;

o ციფრული არხის კურსს;

o საკუთარ სარგებელს ამ კურსებს შორის;

• სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს განსხვავებული კურსი, რომელიც განხილვის შემდეგ დადასტურდება.

გადარიცხვები AI-ის დახმარებით

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სიახლე გადარიცხვების პროცესს ეხება. ბიზნესის ხშირი გამოწვევა მომწოდებლისგან მიღებული ინვოისის „წაკითხვა“ და სწორ ველებში ინფორმაციის შეყვანაა.

ახლა ბიზნეს ინტერნეტბანკში:

• შესაძლებელია ინვოისის ატვირთვა ფოტოს ფორმატით;

• სისტემა AI-ის მეშვეობით კითხულობს დოკუმენტს;

• გადარიცხვის ფორმა ივსება ავტომატურად;

ეს ფუნქცია რეალურად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს დროს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ინტერნეტბანკის განახლებული გამოცდილება — მეტი სიმარტივე, ნაკლები ბარიერი

კიდევ ერთი სიახლე ინტერნეტბანკის დიზაინსა და ფუნქციონალებს ეხება. რედიზაინის ფარგლებში:

• ინტერნეტბანკს დაემატა dark mode, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ხანგრძლივი მუშაობისას;

• ნავიგაცია გახდა უფრო მარტივი და ლოგიკური - მომხმარებელი სწრაფად პოულობს საჭირო ფუნქციებს ზედმეტი ძებნის გარეშე;

• სრულად განახლდა შეთავაზებების გვერდი - დიზაინი გახდა მომხმარებელზე მორგებული და ინტუიციური, ამასთანავე, B2B შეთავაზებებთან ერთად, ახლა ერთ სივრცეში ფინანსური შეთავაზებების ნახვაც შესაძლებელია.

ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვა ერთ სივრცეში

ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი აერთიანებს ყველა იმ საბაზისო თუ კრიტიკულ ფუნქციას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველდღიურ რეჟიმში საქმიანობისთვის სჭირდება - ესენია

• ანგარიშების და ნაშთების მართვა;

• გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ;

• ხელფასების გაცემა;

• საგადასახადო ოპერაციები;

• ისტორიის და ტრანზაქციების კონტროლი და სხვა მრავალი ფუნქციონალი.

ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, რაც ბიზნესს აძლევს მოქნილობას და დამოუკიდებლობას.

გადმოწერეთ ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით საქმიანობის უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად სამართავად. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა