კრედო ბანკი ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად ახალ პროექტს - „გიდს“ იწყებს
კრედო ბანკმა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროექტი „გიდი“წამოიწყო. პროექტის მიზანია ტურისტული ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებთან ერთად ისეთი მხარდაჭერის შეთავაზება, რომელიც მათ საქმიანობის განვითარებასა და ბიზნესის ეფექტიან მართვაში დაეხმარება.
„გიდი“ განკუთვნილია სასტუმროების, ჰოსტელების, კოტეჯების, აპარტამენტებისა და ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი სხვა ბიზნესებისთვის. პროექტის ფარგლებში კრედო ბანკი მათ სთავაზობს სრულ საბანკო მომსახურებას, დაფინანსების ხელსაყრელ პირობებსა და თითოეული ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნილ ინდივიდუალურ შეთავაზებებს.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრენინგების სერია, რომლის ფარგლებშიც სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ საკითხს მოიცავს და მიზნად ისახავს ბიზნესების მხარდაჭერას როგორც ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებაში, ისე გრძელვადიან განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში პირველი წარმატებული ტრენინგი ივლისში ჩატარდა.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
(1) როგორ გამოიყენო AI ტურისტულ ბიზნესში ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად;
(2) როგორ გამოიყენო Booking.com-ის შესაძლებლობები მეტი ჯავშნისა და უკეთესი შედეგებისთვის;
(3) პრაქტიკული რეკომენდაციები ბიზნესის ეფექტურად განვითარებისთვის.
მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს უზიარებდა გიორგი მაისურაძე - სტუმარმასპინძლობის სფეროს ექსპერტი.
კრედო ბანკი სტუმარმასპინძლობის ბიზნესების მხარდაჭერას პროექტის „გიდის“ ფარგლებში მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ტრენინგების სერია გრძელდება და 24 აგვისტოს ახალი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და საკუთარ ბიზნესზე მორგებული გამოცდილება.
ახალ ტრენინგზე დასწრების მსურველებს კრედო ბანკი 24 აგვისტოს შეხვედრაზე შემოერთებასა და წინასწარ რეგისტრაციას სთავაზობს.
ცნობისთვის, კრედო ბანკი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველდღიური საბანკო მომსახურების სრულ პაკეტსაც სთავაზობს.
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ბიზნეს ანგარიში და ბიზნეს ბარათი, რომლებიც ყოველდღიური ბიზნესოპერაციების მარტივ მართვას უზრუნველყოფს; საბანკო ოპერაციების შესრულება შესაძლებელია Mycredo მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც მომხმარებლებს ნებისმიერ დროსა და ადგილიდან, სრულად ონლაინ რეჟიმში, 24/7-ზე აძლევს საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობას; შეთავაზების ნაწილია Keepz QR ტერმინალიც – თანამედროვე ციფრული ანგარიშსწორების საშუალება, რომელიც გადახდების მიღების შესაძლებლობას დამატებითი ხარჯების გარეშე უზრუნველყოფს; ტურისტული ბიზნესისთვის ასევე ხელმისაწვდომია POS ტერმინალი საბარათე გადახდების სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად მისაღებად, სპეციალური ტარიფებით; შეთავაზება მოიცავს საერთაშორისო გადარიცხვებსაც, რაც 50-ზე მეტ ქვეყანაში თანხის იაფად და სწრაფად გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა; ამასთან, ბიზნესებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელფასო პროგრამით, რომელიც თანამშრომლების ხელფასების მარტივ, სწრაფ და ეფექტურ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
კოდიდან პირდაპირ პროდაქშენში: რას ცვლის დეველოპერული პლატფორმა DeployOn ადგილობრივ ბაზარზე
21.10.2026.18:50
ტექნოლოგიური პროექტის შექმნისას გუნდები ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას ორ რამეში ხარჯავენ: უშუალოდ კოდის წერაში და მის სერვერზე გაშვებაში. თუ პირველი ნაწილი შემოქმედებითი პროცესია, მეორე ხშირად დამღლელ რუტინას უკავშირდება: სერვერების კონფიგურაცია, უსაფრთხოების პარამეტრები, SSL სერტიფიკატები, მონაცემთა ბაზების დაკავშირება და გაუთავებელი ტექნიკური დეტალები.
სწორედ ამ რუტინის სრულად მოსახსნელად შეიქმნა DeployOn deployon.pro), რომელიც უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია. პლატფორმა წარმოადგენს თანამედროვე Kubernetes PaaS (Platform as a Service) გადაწყვეტას, რომელიც დეველოპერებს აძლევს საშუალებას, კოდი რეპოზიტორიიდან პირდაპირ მუშა, დაცულ ვებ-მისამართზე წამებში გადაიტანონ.
Kubernetes-ის სიმძლავრე ზედმეტი სირთულეების გარეშე
დღეს Kubernetes კონტეინერიზებული აპლიკაციების მართვის უდავო ინდუსტრიული სტანდარტია, თუმცა მისი დამოუკიდებლად აწყობა და მართვა დიდ რესურსს მოითხოვს. მცირე და საშუალო ზომის გუნდებისთვის ეს ნიშნავს ან ცალკე DevOps სპეციალისტის დაქირავებას, ან დეველოპერების დროის ხარჯვას რთული კონფიგურაციების (YAML ფაილების) წერაზე.
Deploy ON-ის მთავარი არსი ამ სირთულის სრულ აბსტრაქციაშია. დეველოპერი იღებს Kubernetes-ის ყველა უპირატესობას: მაღალ საიმედოობას, მასშტაბირებადობას და უწყვეტ მუშაობას (Zero-downtime deployments), თუმცა თავად კლასტერის მართვაში ჩარევა აღარ უწევს.
პლატფორმის მუშაობის ლოგიკა სამ მარტივ ეტაპზე დგას:
1. დაკავშირება: პროექტის მიბმა GitHub-ის ან GitLab-ის რეპოზიტორიასთან;
2. ავტომატური აწყობა: კოდის ყოველი განახლებისას (git push) სისტემა თავად აწყობს კონტეინერს;
3. ლაივი: პროექტი მომენტალურად ხელმისაწვდომია გამართული HTTPS მისამართით.
მონაცემთა ბაზები და სრული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში
ვებ-აპლიკაციების უმრავლესობას სჭირდება მონაცემთა ბაზა, რომლის ცალკე გამართვა და დაკავშირება დამატებით დროს მოითხოვს. Deploy ON-ში ბაზების ინტეგრაცია მაქსიმალურად გამარტივებულია:
• PostgreSQL, MySQL, Redis და MongoDB ბაზების შექმნა შესაძლებელია ერთი კლიკით;
• სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მუდმივ მეხსიერებას (Persistent Storage), რაც გამორიცხავს მონაცემების დაკარგვის რისკს განახლებების დროს;
• აპლიკაციასა და ბაზას შორის კავშირი ავტომატურად მყარდება, ქსელური პარამეტრების ხელით გაწერის გარეშე.
პლატფორმა თავსებადია თითქმის ყველა პოპულარულ ტექნოლოგიურ
ეკოსისტემასთან: Node.js, Next.js, React, Python (Django), PHP (Laravel, Symfony), Ruby on Rails, Vue, SvelteKit და სხვა. ამასთან, დეველოპერებს, რომლებიც ტერმინალში მუშაობას ამჯობინებენ, შეუძლიათ ისარგებლონ Deploy ON CLI-ით და ინფრასტრუქტურა პირდაპირ ბრძანების ზოლიდან ან თანამედროვე AI ასისტენტების (Claude, ChatGPT) სამუშაო პროცესებიდან მართონ.
პროგნოზირებადი ბიუჯეტი და ბიზნეს-პრაგმატიზმი
საერთაშორისო ქლაუდ-პლატფორმებთან მუშაობისას კომპანიები ხშირად აწყდებიან არაპროგნოზირებად გადასახადებს, სადაც ტრაფიკის, მოთხოვნებისა თუ დამატებითი მეხსიერების ხარჯები თვის ბოლოს მოულოდნელად იზრდება.
Deploy ON-მა აქცენტი გამჭვირვალე, ფიქსირებულ ტარიფებზე გააკეთა:
• Free (0 ₾): მუდმივად უფასო პაკეტი სატესტო პროექტებისთვის, სტუდენტებისა და იდეების ვალიდაციისთვის;
• Starter (15 ₾/თვე): ოპტიმალური რესურსი MVP-ების, მცირე ვებსაიტების, ბოტებისა და სატესტო გარემოებისთვის;
• Pro (50 ₾/თვე): 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 4 vCPU მზარდი კომერციული პროექტებისთვის, სადაც სტაბილურობა და სისწრაფე პრიორიტეტია;
• Enterprise: ინდივიდუალური არქიტექტურა კომპანიებისთვის, რომლებსაც სპეციფიკური დატვირთვა და განსაკუთრებული რესურსები სჭირდებათ.
ყველა პაკეტი მოიცავს ულიმიტო ტრაფიკს, DNS მართვის სრულ ფუნქციონალს (A, AAAA, CNAME, TXT ჩანაწერები) და ავტომატურ SSL სერტიფიკატებს.
ვისთვის არის განკუთვნილი სერვისი?
Deploy ON პრაქტიკული ინსტრუმენტია როგორც ინდივიდუალური დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ იდეა ერთ საღამოში აქციონ რეალურ პროდუქტად, ისე ციფრული სააგენტოებისა და პროდუქტული კომპანიებისთვის. სააგენტოების შემთხვევაში, სადაც პარალელურად ათობით კლიენტის პროექტი მუშავდება, ინფრასტრუქტურის ერთ პანელში მოქცევა და ავტომატიზაცია გუნდს ათეულობით საათს უზოგავს.
სერვისი უკვე სრულად ფუნქციონირებს და რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბმულზე: deployon.pro. დეველოპერული პროცესების გამარტივება საბოლოოდ პროდუქტის შექმნის თვითღირებულებასა და სისწრაფეზე აისახება, Deploy ON-ის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: პროგრამისტმა წეროს მხოლოდ კოდი, დანარჩენი კი პლატფორმას მიანდოს.