მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კრედო ბანკისა და ალდაგის პარტნიორობა გარემოსდაცვითი პროექტების მხარდასაჭერად გრძელდება

news image
mbc image

კრედო ბანკი აქტიურად განაგრძობს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

ბანკის მიერ შექმნილი უნიკალური პროდუქტი „მწვანე ანაბარი“ მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ფინანსური სარგებლის მიღებასთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვისა და გაუმჯობესების პროცესში. აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში მობილიზებული რესურსით დაფინანსდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები, როგორიცაა “საბადურის ტყის“, „დათვების ტყის“, „უჯარმის ტყის“, „წყალტუბოს პარკის“, „რუხის ციხის“ , „მარნეულის ტყე-პარკის“ ტერიტორიების დასუფთავება და ასევე მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.

ამჯერად მიმდინარეა ორი ახალი პროექტი: გრიგოლეთის ტყე-პარკისა და სანაპირო ზოლის დასუფთავება. ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ აღნიშნული ტერიტორიების დასუფთავებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მწვანე გარემოს მნიშვნელობაზე. 

მწვანე ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი, რომელიც მრავალი წელია კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარდაჭერილია ისეთი გარემოსდაცვითი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ალდაგისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც რეალურ დადებით გავლენას ახდენს გარემოსა და საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ თანამშრომლობას კრედო ბანკთან და მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას ემსახურება“, - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი.

მიმდინარე პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ: ბმულს

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა