მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„კრისტალი“ გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

news image
mbc image

კრისტალი, ადგილობრივ საფინანსო-საბანკო სექტორთან ერთად, გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა.

ღონისძიება, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით გაიმართა.

ინიციატივა მიეძღვნა პროექტებს, რომლებიც საქართველოში კერძო კომპანიებმა ქალთა გაძლიერებისთვის განახორციელეს და არა მარტო კონკრეტული ქალების ცხოვრება გააუმჯობესეს, არამედ  პოზიტიური ცვლილებების მაგალითებიც შექმნეს.

ღონისძიების ნაწილი პანელურ დისკუსიას “ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის” დაეთმო. მეწარმე ქალებმა ყურადღება გაამახვილეს როლზე, რომელიც საფინანსო-საბანკო სექტორმა მათი საქმიანობების განვითარებაში შეასრულა.

დისკუსიაში მონაწილეობდა გორის ავტოსკოლა “რბოლას” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სოფიო გუდაძემაც მიიღო, რომელსაც საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში “კრისტალი” დაეხმარა.

სოფიომ იდეის რეალიზება გორში, ადგილობრივ კოლეჯში, მასწავლებლის პოზიციიდან დაიწყო. მოგვიანებით მან 15 კვ/მ ფართობის ოთახში ავტოსკოლა გახსნა და დროსთან ერთად, თეორიულ კურსს პრაქტიკული მართვის სწავლებაც დაამატა. საგულისხმოა, სოფიომ კრისტალის მხარდაჭერით მონიტორები, ლეპტოპები და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა და ახალი ფართი გაარემონტა, ასევე, პირველი სასწავლო ავტომობილი მან სწორედ “კრისტალის” დაფინანსებით განაბაჟა. გენდერული ობლიგაციების გამოშვების შემდეგ კი კომპანიამ მეწარმეს სასწავლო მოედნის მოწყობაც დაუფინანსა.  შედეგად, სოფიომ ყველა კატეგორიის მოწმობის გასაცემად საჭირო ლიცენზია მიიღო.

25 მილიონი ლარის მოცულობის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები “კრისტალმა”, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, 2023 წლის თებერვალში გამოუშვა. პროექტი არა მარტო ქვეყანაში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც პრეცედენტული იყო. მის სოციალურ მიზანს კი მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ “კრისტალი” საქართველოში პირველი იყო იმ პირველ 5 კომპანიას შორის, რომლებმაც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერეს ხელი. ქალთა გაძლიერება, მათი საქმიანობების განვითარების მხარდაჭერა, მეწარმე ქალების უნარებითა და ცოდნით ხელშეწყობა “კრისტალისთვის”, მირობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კვლავაც განაგრძობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა