კრისტალი ლიზინგის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას იწყებს
მიკრობანკი „კრისტალი“ ლიზინგი მიმართულებით ამიერიდან მომხმარებლებს 100 000 ლარის ლიმიტის ნაცვლად, 300 000 ლარამდე თანხით დააფინანსებს. სწრაფი ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში კი მაქსიმალური თანხა 200 000 ლარი იქნება.
გაზრდილი ლიმიტები მიკრობანკს საშუალებას მისცემს, სამშენებლო, სატრანსპორტი, სოფლის მეურნეობის თუ საწარმოო დანარდგარების დაფინანსებისას აქცენტი არა მეორად საშუალებებზე, არამედ ახალ და ხარისხიან ტექნიკაზე გააკეთოს, მომხმარებლებს კი მოქნილი და სწრაფი სერვისი შესთავაზოს.
ეფექტიანი, მომხმარებლისთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, კრისტალში ლიზინგის მიმართულებით SME ბანკინგი დაემატა.
ამას გარდა, კომპანიაში შეიქმნა ახალი პოზიცია — მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მრჩეველი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი ფანჯრის პრინციპის მაქსიმალური დაცვით, არა მარტო საკრედიტო, არამედ საოპერაციო მიმართულებითაც მოემსახურება. ბიზნესკლიენტების მრჩეველი დაეხმარება ბიზნესკლიენტებს, კომპეტენტური პროფესიონალისგან ინდივიდუალურად მიიღონ საკუთარ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საკრედიტო სერვისები თუ კონკრეტული პროდუქტები და, ამავდროულად, შეასრულონ გადარიცხვები, კონვერტაციები და სხვა საოპერაციო მომსახურებები.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკლიენტების მრჩევლის პოზიცია ბიზნეს საკონსულტაციო სერვისის მიწოდებასაც ითვალისწინებს. მისი დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ საქმიანობების განვითარებისთვის საჭირო ინდივიდუალური კონსულტაციები და რეკომენდაციები, დაამყარონ სასარგებლო კავშირები, დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს, ტრენინგებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ ბიზნესის ადმინისტრირების /მართვის უნარები და ა.შ.
დაკრედიტების მიმართულების განვითარების პარალელურად, „კრისტალში“ გრძელდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, რაც მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა და სერვისების მიღებას მაქსიმალურად გაამარტივებს.
კრისტალ ლიზინგის მომსახურებების სარგებლობა დაინტერესებულ მომხმარებლებს კომპანიის ფილიალებში, კონტაქტ-ცენტრის დახმარებითა და ონლაინ, crystalone.ge-ზე დისტანციურად შეუძლიათ.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებითდა სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.