მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„კრისტალი“ ლიზინგის ოპერაციებში ელექტრონულ ხელმოწერაზე გადადის

news image
mbc image

მიკრობანკი „კრისტალი“ ლიზინგის ოპერაციებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვას იწყებს. ლიზინგი პირველი მიმართულებაა,  რომელიც კრისტალის ბიზნესპროცესებში მომხმარებლებთან თანამშრომლობის ნაწილში სრულად ციფრული გადაწყვეტას გამოიყენებს.

სალიზინგო ოპერაციები სრულად გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე: ლიზინგის მიმღებსა და მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს, საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოაწეროს მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ფილიალში მისვლის გარეშე. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს ლიზინგით დაფინანსების პროცესს, ზრდის მომსახურების ხარისხს და ამცირებს დროის დანახარჯს.

ელექტრონულ ხელმოწერაზე გადასვლა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე კომპანიისთვის. მცირდება თანამშრომლების დატვირთულობა, ოპტიმიზდება რესურსები, იზრდება სამუშაო პროცესის მოქნილობა, მცირდება საოპერაციო რისკები და დოკუმენტების ერთიან, დაცულ სივრცეში შენახვა კიდევ უფრო მარტივდება.

კრისტალისთვის ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რაც ხელს უწყობს მას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით პოზიციონირდეს როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსურ ორგანიზაცია. კომპანიის გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება ქაღალდის დოკუმენტების ამოღება და საქმიანობის სრულად გაციფრულება.

აღნიშნული სიახლე ასევე პირდაპირ უკავშირდება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას - ეკომეგობრულობას. ელექტრონული ხელმოწერა ამცირებს ქაღალდის მოხმარებას, გარემოზე ზიანს და მატერიალურ ხელმოწერასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, მათ შორის პრინტერების, კარტრიჯების, დაარქივების თუ საკურიერო მომსახურების დანახარჯებს.

საგულისხმოა, რომ საბანკო ტრანსფორმაციის შემდგომაც დიგიტალიზაცია და გარემოზე ზრუნვა კვლავაც პრიორიტეტად რჩება და ორივე მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელდება იგეგმება.

პროექტი ხორციელდება კომპანია Signify-სთან თანამშრომლობით, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმისა და დოკუმენტების მოქნილად და უსაფრთხოდ შენახვის წამყვანი მიმწოდებელია. მისი სერვისების მომხმარებელი ამჟამად 500-მდე ბიზნესკომპანიაა, მათ შორის კომერციული ბანკები.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანიგამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა