მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„კრისტალი“ საერთაშორისო კონკურისის Gender and Green Innovation Awards 2025-ის გამარჯვებულია

news image
mbc image

მიკრობანკი „კრისტალი“  საერთაშორისო კონკურისის Gender and Green Innovation Awards 2025 -ის გამარჯვებული გახდა.

კონკურსი ორგანიზებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის  (CAREC) მიერ, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით გამორჩეული ინიციატივების აღიარება იყო.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. აქედან,   გამარჯვებული  სულ 10 კომპანია გახდა. სწორედ ამ 10 გამარჯვებულ კომპანიას შორისაა მიკრობანკი “კრისტალი”, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინივაციურ მიდგომას.  

შეფასების კრიტერიუმი იყო ინოვაციურობა, სისტემური მიდგომა, კორპორაციული სოციალური გავლენა და მნიშვნელოვანი წვლილი გენდერული და მწვანე განვითარების მიმართულებით.

„კრისტალისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სცდება მხოლოდ საბანკო მომსახურებას და პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე და გარემოზე. გვჯერა, რომ ფინანსურ სექტორს შეუძლია  ითამაშოს უდიდესი როლი გენდერული თანასწორობისა და მწვანე ინოვაციების გზაზე. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს იმისთვის, რომ  გავაგრძელოთ ინოვაციური ნაბიჯები და ვიყოთ სანდო პარტნიორი საზოგადოების, ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში,” - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.

CAREC-ის შესახებ:

Central Asia Regional Economic Cooperation (CAREC) წარმოადგენს მრავალმხრივ პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიისა და მეზობელი ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრად ინიციატივებს. CAREC-ის კოორდინაციას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

აღსანიშნავია, რომ „კრისტალს“ უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება ADB-თან თანამშრომლობის მიმართულებით: 2023 წელს კომპანიამ გამოუშვა 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას საქართველოში.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია CAREC-ის ოფიციალურ პლატფორმებზე:


მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.  

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა