“კრისტალი” საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
მიკრობანკი “კრისტალი”, როგორც ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.
თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგები ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი, ინოვაციური და მაღალშემოსავლიანი სფეროა, თუმცა ამ დარგში გოგოების მონაწილეობა როგორც განათლების, ისე დასაქმების კუთხით, მთელ მსოფლიოში დაბალია. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა თუ საჭირო კავშირებისა ნაკლები ხელმისაწვდომობა და გენდერული სტერეოტიპები ის ბარიერებია, რომლებიც ტექნოლოგიებში გოგოების სრულფასოვან მონაწილეობას აფერხებს, ხელს უშლის არა მარტო მათ გაძლიერებას, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.
„კრისტალი“, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი და კომპანია, რომლის კორპორაციულ სტრატეგიაშიც მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი - გენდერული თანასწორობა - პირდაპირაა ინტეგრირებული, მუდმივად უწყობს ხელს ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართულობას. ამ მიზნით, კომპანიაში თუ მის მიღმა მუდმივად ხორციელდება ინიციატივები, რომლებიც გოგოებისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში მათ მხარდაჭერას, წარმატებული მაგალითების შექმნასა და ტექნოლოგიებში გოგოების მიღწევების პოპულარიზაციას ემსახურება.
“კრისტალი” სისტემატურად მონაწილეობს იმ პროექტებსა თუ ღონისძიებებში, რომლებიც გოგოებს ეხმარება, შეიძინონ საჭირო ცოდნა, უნარები და მნიშვნელოვანი კონტაქტები, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროში განაგრძონ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU), SDG ჰაკათონის ფარგლებში პარტნიორობა ამის ცხადი მაგალითია.
ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა „კრისტალისა“ და MAC Georgia-ს თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ რამდენიმე სტიპენდიანტ გოგოს ტექნოლოგიების მიმართულებით, უმაღლესი განათლების მიღება დაუფინანსა. ამას გარდა, ასევე STEM განათლების მხარდასაჭერად, „კრისტალის" დაფინანსებით, ვანის საჯარო სკოლაში რობოტი "გალა" შეიქმნა. რობოტიქსის სკოლის მონაწილეების (მოსწავლეების) 70% სწორედ გოგოები იყვნენ.
ტექნოლოგიებში კარიერული ხელშეწყობის მაგალითებს გოგოებისთვის „კრისტალი“ თავადაც სისტემატურად ქმნის. ქალები კომპანიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზეც. ამასთამ, კრისტალში დანერგილია IT სტაჟირების პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული 6 ახალგაზრდიდან 3 ქალია. საგულისხმოა, რომ ეს ტენდენცია მზარდია: ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით დასაქმებული 26 ახალი თანამშრომლიდან 14 ქალია.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში ტრადიციულად აპრილში აღინიშნება. მისი წლევანდელი მთავარი თემა — ხელოვნური ინტელექტი განვითარებისთვის: ციფრულ მომავალს გოგოები ქმნიან — გლობალურ ფოკუსში კიდევ ერთხელ მოაქცევს ციფრული გენდერული უთანასწორობის შემცირებას და მოუწოდებს გოგოებს, აირჩიონ STEM, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი ტექნოლოგიები.
სხვა სიახლეები
Skillwill-ი Claude Partner Network-ის წევრი გახდა - AI-ის სწავლება ყველა აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირდება
25.08.2026.14:34
პარტნიორობა Skillwill-ს Anthropic-ის სპეციალურ სასწავლო რესურსებზე წვდომას აძლევს, მიღებული ცოდნა კი AI განათლების განვითარებას მოხმარდება.
საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კოლეჯი Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ის წევრი გახდა. მიღებული ცოდნა Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირდება, რათა თითოეულმა სტუდენტმა, არჩეული პროფესიის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან პრაქტიკული მუშაობა ისწავლოს.
AI-ის ცოდნა ყველა პროფესიისთვის
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური სპეციალობების ნაწილი აღარ არის. მისი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროგრამირებაში, ციფრულ მარკეტინგში, მონაცემთა ანალიზში, პროექტების მართვასა და სხვა პროფესიულ მიმართულებებში.
სწორედ ამიტომ, Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირდება AI Literacy მოდული. სტუდენტები შეისწავლიან როგორც AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას, ისე სწორი დავალებების ფორმულირებას, მიღებული ინფორმაციის შეფასებასა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების პრინციპებს.
„ხელოვნური ინტელექტი ყველა პროფესიის განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება. სწორედ ამიტომ, Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში AI-ის სწავლებას ვნერგავთ. Claude Partner Network-ის წევრობა და Anthropic-ის სასწავლო რესურსებზე წვდომა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვაახლოთ პროგრამები და გავაძლიეროთ როგორც სტუდენტების, ისე ჩვენი გუნდის AI კომპეტენციები“, - გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისა და გუნდისთვის
Claude Partner Network-ის წევრობით Skillwill-ს Anthropic-ის სასწავლო რესურსებზე წვდომა აქვს. კოლეჯი მათ გამოიყენებს როგორც სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლექციებისა და ტრენინგების განვითარებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის AI განათლების გასაძლიერებლად.
Skillwill-ში Claude Team-ს უკვე კოლეჯის მასშტაბით იყენებენ. შესაბამისად, სტუდენტებისთვის AI-ის სწავლება მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ დაეფუძნება - სასწავლო პროცესში გათვალისწინებული იქნება ის პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელსაც გუნდი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აგროვებს.
თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი სპეციალური ტრენინგები ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში ინტეგრირებას, სამუშაოს ეფექტიანობის გაზრდასა და ახალი AI პრაქტიკების დანერგვას.
საერთაშორისო შესაძლებლობები
სამომავლოდ Skillwill-ს შესაძლებლობა ექნება, Anthropic-ის საერთაშორისო პარტნიორებს შორის „Education & Learning“ მიმართულებით იყოს წარმოდგენილი. ეს კოლეჯს საშუალებას მისცემს, გააფართოოს საერთაშორისო კავშირები და კიდევ უფრო განიმტკიცოს პოზიცია AI განათლების სფეროში.
Claude Partner Network-ის წევრობა Skillwill-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - სტუდენტებმა პროფესიულ ცოდნასთან ერთად თანამედროვე AI ინსტრუმენტების პრაქტიკულად გამოყენებაც ისწავლონ.