მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

“კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ BARTA 2024-ზე კორპორაციული გამჭვირვალობის შესახებ ისაუბრა

news image
mbc image

“კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ პანელურ დისკუსიაში, რომელიც საუკეთესო წლიური ანგარიშისა დაგამჭვირვალობის კონკურსის BARTA 2024-ის ფარგლებში გაიმართა, კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, “კრისტალის” გამოცდილებაზე ისაუბრა.

დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ბანკის, საქართველო ეროვნული ბანკის,  მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ. მათ საქართველოში კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, BARTA-ს როლსა და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც საკითხის განვითარებისთვის სამომავლოდ უნდა გადაიდგას.

ილია რევიამ, როგორც BARTA-ს არაერთგზის გამარჯვებული, მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ღონისძიების დამსწრეებს “კრისტალის” გამოცდილება გაუზიარა. მან აქცენტი გააკეთა ფინანსური გამჭვირვალობისა და ღიაობის კუთხით კომპანიაში არსებულ პრინციპებზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები განსაკუთრებულ როლს ასრულებს “კრისტალის” მაღალი სანდოობით გამორჩეული რეპუტაციის ფორმირებაში და მათი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მმართველობის ხარისხზე, მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.

“ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და ღიაობა წარმატების საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენს. “კრისტალისთვის” ორივე მათგანი ფუნდამენტური ღირებულებებია და ამ პრინციპების მხარდაჭერა ჩვენს წინსვლაში უდიდეს როლს ასრულებს. საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი BARTA საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და „კრისტალი“ მასში დაარსების დღიდან მონაწილეობს. კომპანიამ კონკურსის საპატიო ჯილდო წელს უკვე მეექვსედ მოიპოვა. რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც გამჭვირვალობისა და ღიაობის ერთგულები დავრჩებით”, - აღნიშნა პანელურ დისკუსიაზე ილია რევიამ.

“კრისტალი” საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე BARTA 2024,  მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ღიაობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს. ეს პრინციპები მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს კომპანიაში არსებულ მმართველობის ხარისხზე, მის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.

კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმებისმხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით იმართება. 

BARTA-ს მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, კომპანიებს შორის ჯანსაღიკონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, მდგრადი და სისტემურიანგარიშგების მიმართულებით აღიარება ხელს უწყობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოპოვებას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.

 

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად

20.11.2026.18:23

5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.

პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.

ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.

პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 5 დეკემბერი
  • მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118
  • 17:00 - სტუმრების მიღება
  • 17:30 - m²-ის ექვსი ახალი პროექტის პრეზენტაცია
  • 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია
  • 19:00 - გათამაშება
  • 20:00 მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა