კრისტალმა კივა კაპიტალთან თანამშრომლობით 5 მლნ აშშ დოლარის სესხი მიიღო
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს.
კომპანიამ ხელი მოაწერა 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას Kiva Refugee Investment ფონდთან და Small Business Resilience ფონდთან, რომლებსაც მართავს კივა კაპიტალი.
მიღებული რესურსის მიზანობრიობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ფინანსური სერვისებისგაძლიერება წარმოადგენს. სესხის ნაწილი კი განკუთვნილია იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად მთელისაქართველოს მასშტაბით.
ეს არის პირველი თანამშრომლობა კრისტალსა და კივას შორის, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისოდაღიარებული და დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული კომპანიაა. გარიგება ხაზს უსვამს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ახალი პარტნიორების ურყევ ნებას, ხელი შეუწყონ საქართველოში საფინანსო სექტორისგანვითარებას და ზრდას.
“მოხარულები ვართ კივა კაპიტალთან პარტნიორობის დაწყებით და მოუთმენლად ველით მყარი, გრძელვადიანიურთიერთობის დამყარებას. ეს პირველი გარიგება მნიშვნელოვანია კრისტალის შემდგომი ზრდისთვის. საქართველოსმასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერითა და მიღებული დაფინანსებით გაცემული სესხებით, კომპანიამ უნდა გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კრისტალის ისტორიასაც საფუძველი, აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა ჩაუყარეს,”- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც ინვესტიციების მიმართულებით კივა კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: „კივა კაპიტალი მოხარულია დაიწყოს პარტნიორობა მიკრობანკ კრისტალთან, ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოში. Kiva Refugee Investment და Small Business Resilience ფონდებიდან, რესურსის გამოყოფით, კივა ხელს უწყობს ქართველი მცირე მეწარმეებისა და შინამეურნეობებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, აქცენტით დევნილებზე. კრისტალის ინკლუზიურობის მისია და საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან გავზარდოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა, რათა დავეხმაროთ მომსახურების მიღმა დარჩენილ თემებს განვითარებაში.“
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.
კივა კაპილალის შესახებ:
კივა კაპიტალის მიზანია ფინანსურად ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანს, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკურისტატუსისა, ექნება წვდომა საჭირო კაპიტალზე. კივა კაპიტალი, რომელიც 2019 წელს დაარსდა როგორც კივას შვილობილი კომპანია,აქტივების მმართველია, რომელიც კაპიტალის უზრუნველყოფით მომსახურების მიღმა დარჩენილ თემებს უწევს მხარდაჭერას.ფინანსური სერვისების პროვაიდერებისა და სოციალური საწარმოების გლობალური საკრედიტო ქსელის გამოყენებით, ფინანსურ უკუგებასთან ერთად, კივა კაპიტალი უზრუნველყოფს ინვესტორების ღრმა ფინანსურ ჩართულობას და სოციალური საწარმოებისთვისშედეგების მიღწევას. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: www.kiva.org/kiva-capital
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.