მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კრისტალმა responsAbility-სგან 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

news image
mbc image

„კრისტალმა“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად შვეიცარიული ფონდი - responsAbility Investment AG - კრისტალს5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. responsAbility კრისტალის გრძელვადიანი პარტნიორია, რომლის სხვადასხვა ფონდთან კომპანიას არაერთი წარმატებული გარიგება აქვს განხორციელებული.

მიღებული რესურსი საშუალებას მისცემს კრისტალს, მიკრობანკის სტატუსით გააგრძელოს ინოვაციების ხელშეწყობა დაადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა,    განამტკიცოს საბანკო შესაძლებლობები და მომხმარებელს ფინანსურიგადაწყვეტილებების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზოს.

„მოხარულები ვართ, რომ responsAbility-სთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც„კრისტალი“ საქმიანობას მიკრობანკის სტატუსით საქმიანობს. მიღებული რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთმიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობა, განვაგრძოთ მათი მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ მეწარმეებისთვისფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას მისცემს." - განაცხადა„კრისტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია რევიამ.

2025 წლისთვის, responsibility-სა და კრისტალს შორის თანამშრომლობა 10 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის მანძილზესაქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად მათ ერთობლივად  80 მილიონი ლარის კონტრიბუცია განახორციელეს.

 

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

responsibility-ის შესახებ

responsAbility Investments AG აქტივების მმართველი წამყვანი ფონდია, რომლის საქმიანობა მოიცავს ინვესტირებას კერძო ბაზარზე, ფოკუსით სამ მიმართულებაზე. აღნიშნული სამი მიმართულება პირდაპირ ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერას: ფინანსური ჩართულობა, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად; კლიმატის დაფინანსება, ნულოვანიემისიის მიზნის მისაღწევად; და მდგრადი საკვები, მუდმივად მზარდი მოსახლეობის მდგრადი კვების უზრუნველსაყოფად. უკუგების პარალელურად, responsibility-ის ყველა ინვესტიცია მიზნად ისახავს კონკრეტული, გაზომვადი შედეგების მიღწევას.

2003 წელს დაარსების დღიდან, responsAbility-ს განხორციელებული აქვს 16.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. 7 ოფისში დასაქმებული 270-ზე მეტი თანამშრომლით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია მართავს 5,4 მილიარდ აშშდოლარის აქტივებს, რომლებიც ინვესტირებულია  70-მდე ქვეყანაში მოქმედ დაახლოებით 300 კომპანიაში. 2022 წლიდან responsAbility არის M&G plc-ის, საერთაშორისო დანაზოგებისა და ინვესტიციების ქსელის წევრი და ხელს უწყობს M&G-ის შესაძლებლობებისგაძლიერებას ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა