მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

კრისტალმა Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო

news image
mbc image

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრო ბანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს. გაბანკების შემდეგაც, კომპანია აქტიურად  თანამშრომლობს საერთასორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამით ხელს უწყობს შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებას, რომელიც ძირითადად ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას ხმარდება. 

ამჯერად „კრისტალმა“ გრძელვადიანი პარტნიორისგან - Triple Jump-სგან 4 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი მიიღო. რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კრისტალის კაპიტალის გაძლიერებაში და საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საფინანსო სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში. მიღებული თანხა მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე. 

როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: „მოხარულები ვართ, რომ ტრიპლ ჯამპთან მორიგი გარიგება შედგა. კრისტალმა ბოლო წლებში გამორჩეული ფინანსური მაჩვენებლები, მაღალი მომგებიანობა და ზრდა აჩვენა. Triple Jump-თან სუბორდინირებული სესხის სახით ჩვენი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ზრდა, შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს მორგებული ფინანსური სერვისები და გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

„გვეამაყება, რომ კრისტალთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ამ სუბორდინირებული სესხის მეშვეობით კვლავ გრძელდება და მხარს უჭერს კომპანიის მიკრობანკად ტრანსფორმაციას, ამავე დროს, აძლიერებს მისი კაპიტალის სტრუქტურას. ეს ინვესტიცია გამოხატავს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ იმ პასუხისმგებლიან საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში  ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ემსახურებიან.“ - აღნიშნავს Triple Jump-ის საინვესტიციო ოფიცერი, თათია ჯაჯანაშვილი. 

კრისტალსა და ტრიპლ ჯამპს შორის პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, მხარეებს შორის 15-მდე წარმატებული გარიგება შედგა.

ინფორმაციისთვის, კრისტალმა  2024 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო. 2025 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიამ 40 მლნ-მდე ფინანსური რესურსი მოიზიდა.

გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) და Symbiotics Asset Management SA.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

Triple Jump-ის შესახებ: 

Triple Jump ჰოლანდიური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია გავლენიან და მდგრად ინვესტიციებზე განვითარებად ბაზრებში. კომპანიის წარმომადგენლობები მოქმედებს ლიმაში, მეხიკოში, ნაირობიში, თბილისში და ბანგკკოკში. Triple Jump უზრუნველყოფს საინვესტიციო შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს უფრო პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებას — რაც თავის მხრივ, გლობალური გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს. კომპანია მართავს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ აქტივს (Assets Under Management) და მისი მენეჯმენტისა თუ საკონსულტაციო მომსახურების ქვეშ მყოფი ფონდები აფინანსებენ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა: ფინანსური ჩართულობა, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება (Missing Middle Finance), კლიმატის ცვლილებასა და ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული ინვესტიციები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://triplejump.eu

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი

06.11.2026.19:00

მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა