მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

კრიტიკულად მნიშვნელოვანია რკინიგზის გამართული მუშაობა - ჯემალ ინაიშვილი

news image
mbc image

კრიტიკულად მნიშვნელოვანია რკინიგზის გამართული მუშაობა, - ამის შესახებ „თბილისის მშრალი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ის, რომ რკინიგზით სადგური უშუალოდ ახალ ნავსადგურს უნდა დაუკავშირდეს, მომავალში აუცილებელი პირობაა. ამის გარეშე ანაკლიის ნავსადგური ვერ იფუნქციონირებს, ისევე როგორც ვერ ფუნქციონირებს ვერც ფოთის და ვერც ბათუმის ნავსადგურები. ამაზე ყველა ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რკინიგზის გამართული მუშაობა და მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ის ინვესტიციები, რომლებიც დაანონსდა, რაც შეიძლება სწრაფად.

იმიტომ, რომ დღეს რკინიგზა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩაიკეტა ირანი, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, და ამას დაემატა რუსეთის ნავსადგურების ფუნქციონირების პრაქტიკულად შეჩერებაც. დღეს ძალიან დიდი ზეწოლაა შუა დერეფანზე. ეს ყველაფერი მოდის ნავსადგურებზე და, შესაბამისად, მერე უკვე რკინიგზაზე“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

04.11.2026.10:05

საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ქართველი ოლიმპიელების პარტნიორი და მხარდამჭერია. პარტნიორობის ფარგლებში, სპორტსმენების განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის არაერთი შესაძლებლობა შეიქმნა.

ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.

ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.

პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა