ქსელურ მარკეტებში შესვლა ძალიან გვიჭირს, ბევრ წინაღობას ვაწყდებით - „პოპორელი“
ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ქართული აგროპროდუქტი”, რომელიც ბაზარზე ორი ბრენდით „კეთილი და პატიოსანით“ და „პოპორელითაა“ წარმოდგენილი ექსპორტის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს და ადგილობრივ ბაზარზეც ცდილობს პოზიციების გამყარებას, თუმცა Business Insider Georgia-სთან “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორი და პარტნიორი იოსებ მანჯავიძე ამბობს, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლა საკმაოდ რთულია.
ტრადიციული სოუსისა და საწებლის ბრენდის „პოპორელის“ პროდუქციის შეძენა დღეს შესაძლებელია ევროპროდუქტში, ფრესკოსა და ვანპრაისში.
„სხვა ქსელებში შესვლა ძალიან გვიჭირს, რადგანაც ბევრ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ყველას აქვს თავისი პროდუქტი. მაგალითად „ნიკორას“ აქვს საკუთარი N1, „სპარსაც“ საკუთარი ხაზი აქვს და ასე შემდეგ.
ეს კარგი არ არის და გამოდის, რომ სხვა ბრენდები არაკონკურენტულ გარემოში ხვდება. გვინდა, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა მწარმოებლებთან გარკვეული შეხვედრებიც ვაწარმოოთ. თითქმის ყველა მწარმოებელი უკმაყოფილოა ჩვენი რითეილის ასეთი ქცევით, იმიტომ რომ მაქსიმალურად არ უწყობენ ხელს ადგილობრივ წარმოებას. სხვა ქვეყნებში ასე არ ხდება.
რითეილ ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა მწარმოებლებთან, მიგვიყვანეს და აქეს და ადიდეს რითეილი. მერე თითოეული ქსელის წარმომადგენლებთან უნდა გვქონოდა შეხვედრა და ფაქტობრივად არავინ არ მოვიდა მარტო შევხვდით „უნივერსამს“.
თუ ასე გაგრძელდა ძალიან გაუჭირდებათ ადგილობრივ მწარმოებლებს“, - აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორი და პარტნიორი იოსებ მანჯავიძე.
დღეისათვის “პოპორელის“ 25 რეცეპტი გაქვს დამუშავებული და ახალი გემოების და საწებლების დამატება ეტაპობრივად მოხდება.
აღსანიშნავია, რომ “ქართული აგროპროდუქტი” წარმოების პროცესში ადგილობრივ, არასტანდარტულ ხილსა და ბოსტნეულს იყენებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.