მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქსელურ მარკეტებში შესვლას ვცდილობთ, მარჟა მაღალია - „შინაო“

news image
mbc image

„ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ქსელურ მარკეტებში შესვლა. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ქსელთან, თუმცა ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება და შესვლის მარჟა მაღალია“, - ამბობს Business Insider Georgia-თან კომპანია „შინაოს“ კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.

კომპანია „შინაო“ ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და მომხმარებელს შეფუთულ მწვანილსა და გაყინულ ბოსტნეულს სთავაზობს. 

„შინაოს“ კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, რომ სამი წლის წინ USAID-ის (ამერიკელი ხალხის დაფინანსება) დაფინანსებით დაწყებული ბიზნესი წარმატებულია. 

კომპანია სამაცივრე მეურნეობას ფლობს და ბაზარზე გაყინული ხილ-ბოსტნეული და შეფუთული მწვანილი გამოაქვს. 

„2021 წლის ბოლოს გამოუშვით პირველი პროდუქტი - გაყინული კარტოფილი. შემდეგ დავიწყეთ შეფუთული მწვანილის 6 სახეობის წარმოება. ასევე გაყინული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ახლა უკვე გვაქვს სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე ბაზარზე გავიტანეთ ამ პროდუქტების მიქსები. 2023 წლის დასაწყისში უკვე დავამატეთ გაყინული ხილი“, - აცხადებს „შინაოს“ კომერციული დირექტორი.

გიორგი ქვრივიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა იპოვეს ნიშა, რაც „შინაოს“ სხვა მწარმოებლებისგან გამოარჩევს. 

„გვყავს კონკურენტები მწვანილის წარმოებაში, რომლებიც დაფასოებულ პროდუქტს ყიდიან, რაც შეეხება ბოსტნეულის მიმართულებას, დაჭრილი, შეფუთული და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტი მომხმარებელს მხოლოდ ჩვენ შევთავაზეთ. ამ კუთხით ქართულ წარმოებაში კონკურენტი არ გვყავს. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი ნაწარმი იმპორტირებულ პროდუქტზე 3-4-ჯერ იაფია“.   

„შინაო“ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. 

„აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და ხილ-ბოსტნეულის შესყიდვისას ვირჩევთ იმ რეგიონს, სადაც უფრო ხარისხიანი პროდუქტი მოდის. იმერეთში ვყიდულობთ მწვანილს, კახეთში ხილს, ბოსტნეულს შიდა ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი. 

კომპანია დისტრიბუციას, მთელი საქართველოს მასშტაბით ლაგოდეხიდან - სარფამდე ახორციელებს.

„თბილისის თითქმის ყველა უბანში არაქსელურ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს, „შინაოს“ პროდუქცია დასავლეთ საქართველოში „დეილის“ ქსელში იყიდება. ასევე „გუდვილში“ და „მაგნიტის“ მაქს ფილიალებში. ასევე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ,  პლატფორმაზე მოიტანე.ჯი.

უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას“, - ამბობს გიორგი ქვრივიშვილი.

„შინაოს“ კიდევ ერთი გამოწვევა საექსპორტო ბაზრებია. კომპანია წარმოებაში HACCP-ის სტანდარტის დანერგვას გეგმავს, რაც ევროპის ბაზარზე ექსპორტს გზას გაუხსნის.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ადგილობრივი და შემდგომ ევროპის ბაზარი“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

„შინაოს“ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა