მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქსელური მარკეტების დახლები „პოპორელისთვის“ კვლავ მიუწვდომელია - „კეთილი და პატიოსანი“

news image
mbc image

კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის" დირექტორი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმოებაში ჩაუშვეს სოუსების პროექტი და ბრენდი „პოპორელი“, რომლის ქვეშაც 7 ახალი დასახელების სოუსი გამოვიდა.

„მათ შორის არის ტყემალი და საწებელი. ამის გარდა გვაქვს კივის, შინდის, წითელი და მწვანე წიწაკის და „წოწოლას საწებელი“, ტყემალი ჭარხლით, რომელიც ძველი ქართული, აჭარული რეცეპტით მომზადდა. ეთნოგრაფიული კვლევა ჩავატარეთ, ძველი რეცეპტები გავაცოცხლეთ და ასე შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“ რომელიც მომხმარებელს შევთავაზეთ“, - ამბობს გიორგი ახალაძე.  

როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, წარმოებამ გაამართლა, თუმცა მწვავედ დგას გასაღების პრობლემა, რადგან ქსელური მარკეტები 2024 წელსაც „პოპორელისთვის“ მიუწვდომელია.

„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კუთხით 40%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ქსელში ვერ შევდივართ. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, განსაკუთრებით საწებლების რეალიზაციაზე“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქცია იყიდება ,,ევროპროდუქტში", ,,ფრესკოსა" და ,,ვან პრაისში",  დანარჩენ სუპერმარკეტებში განთავსების საკითხი გაიყინა.

,,სამი სუპერმარკეტის დახლებზე ვართ წარმოდგენილი, როდესაც ბაზრის დიდი წილის მოცვას ვგეგმავდით.  ისე მოხდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობა შეგვეზღუდა.  ქსელებში  ვერ შევდივართ, რადგან თავიანთი პროდუქცია აქვთ. კონკურენციის საკითხი, არ აწყობთ ჩვენი შესვლა, როცა რამდენიმე უკვე თვითონაც ქმნის ანალოგიურ პროდუქტს. ადგილობრივ წარმოებას არ აძლევენ საშუალებას, რომ თავიანთი პროდუქციით შევიდნენ ქსელებში, ასეთი არასახარბიელო მდგომარეობაა.  შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებს ვეძებთ, რომ ამ კუთხით გავაძლიეროთ ნიშა", - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცდილობენ ბრენდი საუბნო მაღაზიებში შეიტანონ და სადისტრიბუციო კომპანიებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვთ.

„მსხვილი ქსელები არიან ძირითადი რეალიზატორები. ბაზრის 50%-ს ისინი ფლობენ. აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ მცირე წარმოებას“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - ,,პოპორელის“ სოუსები.

ბრენდი ექსპორტზე გადის აშშ-სა და საფრანგეთში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, რასაც უახლოეს პერიოდში ჩინეთი დაემატება.

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. 

ამ ეტაპზე კომპანიაში 26 ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა