KTW ჯგუფმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალი ქსელური მაღაზიების „ვინჩეროს“ ფილიალები გახსნა
KTW ჯგუფმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ახალი მაღაზიათა ქსელის „ვინჩეროს“ პირველი ფილიალები გახსნა. მაღაზიები გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქ. N19-ში და დიდუბეში, წერეთლის ქ. N74-ში მდებარეობს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს KTW ჯგუფი ამ მიმართულებით თბილისისა და საქართველოს მასშტაბით გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ცისტერნიდან ჩამოსასხმელი ღვინოა, რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული და ყურძნის თავდაპირველ არომატსა და გემოს სრულფასოვნად ინარჩუნებს.
ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზევე დააგემოვნონ და შეიძინონ ცისტერნიდან ჩამოსხმული ღვინო.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს, ერთ სივრცეში შევთავაზოთ KTW ჯგუფის საფირმო პროდუქცია. „ვინჩერო“ იქნება არა მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლოური სასმელების მაღაზია, არამედ ადგილი, სადაც სტუმრები მეღვინეობის ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობიან. მჯერა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართული მეღვინეობის განვითარებაში, ასევე ხარისხიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კიდევ უფრო ხელმისაწვდომად ქცევაში“ – KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე.
„ვინჩეროში“ აგრეთვე წარმოდგენილია KTW ჯგუფის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შატო ასკანა“, „გურამიშვილის მარანი“, „შატო მანავი“, „ძველი კახეთი“ და სხვა. მაღაზიაში დაგხვდებათ „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციაც, რომელიც აერთიანებს: კომპოტის, მურაბის, ჯემის, თაფლისა და საწებლის ნაირსახეობებს.
„ეს ბრენდები მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეარჩიონ სასურველი პროდუქტი სასურველ ფასად“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.