კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ხევსურული ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია და საერთაშორისო ინტერესი l ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე
„ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა“ ქართული ტრადიციული ხელსაქმისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებული პროექტია, რომელიც ხევსურული ორნამენტისა და ნაქარგობის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ბრენდის მთავარი მიმართულება ტრადიციული „ნაჭრელას“ თანამედროვე ფორმებში გადატანა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციაა. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მანანა მჭედლიშვილს ესაუბრა.
„ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ გასულ წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარვადგინე ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებისთვის. განხილვის შემდეგ სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თავად კულტურული მნიშვნელობის ფაქტი ფართოდ გაშუქდა და საზოგადოების უფრო ფართო წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ამის შემდეგ გაიზარდა ინტერესი არა მხოლოდ კულტურული და ეთნოგრაფიული მიმართულებით, არამედ ზოგადადაც - გაჩნდა სურვილი, რომ ეს ტრადიცია უფრო მეტად დამკვიდრდეს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გამოყენებაში.
რაც შეეხება ბიზნესის მიმართულებას, გამიჩნდა ინტერესი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მეტად მოდის სფეროს დავუკავშირო. ვგულისხმობ როგორც კოლაბორაციის გაგრძელებას ერთ კომპანიასთან, ასევე სხვა მიმართულებებზე მუშაობასაც. მუდმივად ვცდილობ მომხმარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზო. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებ.
ჩემს საქმეში ამ დრომდე მარტო ვარ - ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ბევრს უბრალოდ არ ჰყოფნის ნებისყოფა, ამ სფეროში მუშაობის.
ამასთან, აქტიურად ვცდილობ, ძველი ხევსურული ჩაცმულობის ის დეტალები აღვადგინო, რომლებიც ფაქტობრივად დაკარგულია. ამ შემთხვევაში ძველ ხევსურულ ქუდს ვგულისხმობ. რეალურად, ავთენტური ხევსურული ქუდი სრულიად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რაც დღეს ბაზარზეა გავრცელებული და რასაც ხშირად უბრალოდ მოქარგულ ხევსურულ ქუდად მოიხსენიებენ.
ამ ეტაპზე რამდენიმე მუზეუმთან მაქვს კომუნიკაცია და ვცდილობ, ძველი ნიმუშები მოვიძიო. მომხმარებლის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინტერესია - უკვე რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და მკითხა, ვამზადებ თუ არა ძველი ნიმუშის ხევსურულ ქუდებს, რადგან შეძენა სურთ“, - აღნიშნავს მანანა მჭედლიშვილი.
ბრენდის მიმართ ინტერესი დიდია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან.
„გასულ შემოდგომაზე დამიკავშირდა საქართველოში ერთ-ერთი მილანური კომპანიის წარმომადგენელი. როგორც გაიკრვა ეს არის საკმაოდ დიდ საწარმო, რომელიც ტანსაცმელს როგორც ხელნაკეთი, ისე ტექნოლოგიური ნაქარგობის გამოყენებით აწარმოებს. მათ შეხვედრისას ჩემი ნიმუშები ვაჩვენე, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
სადემონსტრაციოდ რამდენიმე ნამუშევარი წარვუდგინე და იმდენად მოეწონათ, რომ მათი სრულად შეძენის სურვილი გამოთქვეს. მოგვიანებით, სახლშიც მესტუმრნენ, სადაც დამატებით შეარჩიეს რამდენიმე ნამუშევარი. განსაკუთრებით მოეწონათ როგორც დიზაინი და ორნამენტები, ისე ფერები და მთლიანად ხევსურული ესთეტიკა.
ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, მით უფრო, რომ სტუმრებს შორის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელიც იყვნენ. მათი მხრიდან ასეთი ინტერესი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად სასიამოვნო აღმოჩნდა. მათ მილანიდან სპეციალურად ტურნეს ფარგლებში ჩამოსულებს, განსაკუთრებულად მოეწონათ ხევსურული ორნამენტები, დიზაინი და ფერთა გადაწყვეტები.
რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებას, ვფიქრობ, მომავალში ისევ მოდის სფეროსთან კოლაბორაციის გზით განვვითარდე, რადგან დამოუკიდებლად ასეთ მასშტაბზე მუშაობა საკმაოდ რთულია ეს სრულიად სხვა რესურსს მოითხოვს “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები

28.05.2026.14:00