მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

„ამბასადორი აილენდი" უძრავი ქონების გამყიდველიდან საინვესტიციო პლატფორმად გადაიქცა - ინვესტორს წლებს უზოგავს

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდ ბათუმი" აღარ არის უბრალო დეველოპერი. კომპანიამ სრული სტრატეგიული ტრანსფორმაცია განახორციელა და საერთაშორისო ინვესტორებს მზა ბიზნეს-კონცეფციებს, სრულ დოკუმენტაციასა და Due Diligence-ის მხარდაჭერას სთავაზობს - ბაზარზე შესვლის დრო მინიმუ  ორი წლით მცირდება.

საერთაშორისო ინვესტორებისთვის განვითარებადი ბაზრების მთავარი დაბრკოლება ჩვეულებრივ ერთი და იგივეა: მაღალი ბიუროკრატია, სამართლებრივი გაურკვევლობა და Due Diligence-ის შრომატევადი პროცესი. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე ააგო „ამბასადორი აილენდ ბათუმმა" თავისი ახალი სტრატეგია.

კომპანიამ სამი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილება შეისწავლა - აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ADIA, ინდონეზიის სუვერენული განვითარების ფონდი (INA) და სააგენტო „აწარმოე საქართველოში". ამ სამი მოდელის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდა კომპანიის სრული რეპოზიციონირება.

„ჩვენ არ ვპოზიციონირებთ როგორც უძრავი ქონების გამყიდველი - ჩვენ ბიზნეს-კონცეფციების შემომთავაზებლები ვართ. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს-გეგმები და გლობალური კომპანიების ჩართულობით მომზადებული არქიტექტურული კონცეფციები," - განმარტავს კამკია.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი კუნძულზე მოდის არა ცარიელ ნაკვეთზე, არამედ სრულად მომზადებულ პირობებში: Off-the-shelf კომპანია - ანუ უკვე რეგისტრირებული იურიდიული პირი - მზადაა, არქიტექტურული კონცეფცია დამტკიცებულია, საჭირო ნებართვების მიღების პროცესი კი კომპანიის მიერ კოორდინირდება.

„ზუსტად ვიცით, რა ეკონომიკური და სამართლებრივი კითხვები უჩნდება ინვესტორს Due Diligence-ის პროცესში. შესაბამისად, მზა პასუხებით ვხვდებით. საქართველოში ბიზნესის გახსნა ერთ დღეში შეიძლება," - აცხადებს კამკია.

კამკია ღიად საუბრობს განვითარებადი ბაზრის სპეციფიკაზეც. მისი თქმით, ინვესტორები ხშირად განვითარებულ ბაზარს ანიჭებენ უპირატესობას - იქ სისტემები ჩამოყალიბებულია და რისკი დაბალია. თუმცა განვითარებადი ბაზარი მათთვის მომგებიანია მოგების მაღალი მარჟის გამო.

„განვითარებად ბაზრებზე ინვესტორები ჩვეულებრივ სამ ბარიერს ხედავენ: მაღალი ბიუროკრატია, კორუფციის რისკი და ინტეგრირებული სისტემების სიმწირე. ჩვენი გზავნილი ისაა, რომ საქართველოში ეს სამივე საკითხი მოგვარებულია - ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, გამჭვირვალე სამართლებრივი გარემო და სრულად მზა ინფრასტრუქტურა," - დასძენს კამკია.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ArchiveHub - ქართული ციფრული პლატფორმა Ideahub-ისგან დოკუმენტების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვისთვის

07.08.2026.12:00

ბიზნესის განვითარებასთან ერთად იზრდება ინფორმაცია, დოკუმენტების რაოდენობა და მათი სწორად მართვის მნიშვნელობა. თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვან ნაწილში დოკუმენტების არქივი ჯერ კიდევ ქაღალდზე, სხვადასხვა საქაღალდესა თუ საცავში ინახება. შედეგად, წლების შემდეგ კონკრეტული ხელშეკრულების, ინვოისის, აქტის თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოძიება ხშირად საათებს, ზოგჯერ კი დღეებსაც მოითხოვს.

სწორედ ასეთი რეალური გამოცდილება გახდა Ideahub-ის ახალი ციფრული გადაწყვეტის – ArchiveHub-ის შექმნის საფუძველი.

როგორც Ideahub-ში აღნიშნავენ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპანიის ბიზნესპროცესებისა და ფინანსური ინფორმაციის ისტორიული ანალიზი გახდა საჭირო. ინფორმაციის დასადასტურებლად კომპანიებს წლების განმავლობაში დაგროვებული ქაღალდის არქივის გადახედვა მოუწიათ. ამ პროცესმა ნათლად წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ბევრ ორგანიზაციას აერთიანებს – მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, თუმცა მისი სწრაფად მოძიება და ეფექტურად გამოყენება რთულია.

სწორედ ამ გამოცდილებამ გააჩინა კითხვა – რატომ უნდა იყოს კომპანიის ისტორია დამოკიდებული ქაღალდის არქივზე ან კონკრეტული თანამშრომლის მეხსიერებაზე?

ამ კითხვაზე პასუხად შეიქმნა ArchiveHub – პლატფორმა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დოკუმენტები ერთიან, სტრუქტურირებულ და უსაფრთხო ციფრულ სივრცეში მართონ.

ArchiveHub-ის მთავარი მიზანი მხოლოდ დოკუმენტების ელექტრონულად შენახვა არ არის. მისი დანიშნულებაა კომპანიის ცოდნის, ისტორიისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვაა, რათა წლების შემდეგაც ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი რამდენიმე წამში იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა თანამშრომლები ან ორგანიზაციული სტრუქტურა.

პლატფორმა სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. სისტემა უზრუნველყოფს როლებისა და განყოფილებების მიხედვით წვდომების მართვას, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ იმ დოკუმენტებზე აქვს წვდომა, რომელიც მისი საქმიანობისთვის არის განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ინფორმაციის უსაფრთხოებას, ისე შიდა პროცესების გამჭვირვალობას.

Ideahub-ის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული განვითარებაა. სწორედ ამიტომ ArchiveHub შეიქმნა ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დოკუმენტების მოძრაობა ყოველდღიური პროცესია, თუმცა მათი მართვა ხშირად ჯერ კიდევ არასტრუქტურირებული და ქაოტურია. ასეთ პირობებში თანამშრომლები მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ ინფორმაციის მოძიებაზე, იზრდება შეცდომების რისკი და რთულდება ეფექტური მენეჯმენტი.

ArchiveHub ამ პრობლემას მარტივი პრინციპით აგვარებს - ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია და მარტივად ხელმისაწვდომია.

პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან არა მხოლოდ ციფრული არქივი, არამედ ორგანიზაციული მეხსიერება, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს კომპანიის საქმიანობის სრულ ისტორიას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო შენახვას.

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე - ის ეფექტური მართვის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამ ხედვით აგრძელებს Ideahub ისეთი გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს პროცესების გამარტივებაში, დროის დაზოგვასა და ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა