მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კურორტ ცემში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს

news image
mbc image

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კურორტ ცემს  მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი შეემატება და ახალი ტურისტული მიზიდულობის კერა შეიქმნება. ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 37,09%-იანი წილი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 1 მლნ ლარად საკუთრებაში შპს „მზიურს“ გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, ახალი სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, არანაკლებ 7 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 75 ნომრიანი სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, ავტოსადგომი და სპორტული მოედნები აშენდება. 
 „სანატორიუმი მზიური“  გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა და მისი მდებარეობიდან გამომდინარე წარმოადგენდა უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ცემის სამკურნალო თვისებების მქონე ჰავასთან ერთად ვიზიტორებს სხვადასხვა სასტუმრო სერვისებს შეთავაზებს. 
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბორჯომის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი  სამუშაო ადგილების შექმნას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა