მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

kursi.ge-მ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს 350 მილიონი ლარი დაუზოგა - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

kursi.ge-მ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს 350 მილიონი ლარი დაუზოგა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

„ზოგადად, რაღა თქმა უნდა, GITA-ს უკვე ძალიან წარმატებული სტარტაპეკოსისტემა აქვს დღეს ქვეყანაში.

თავს ვიკავებ ხოლმე კონკრეტული სტარტაპების ჩამოთვლისგან, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ შემოსავლებზე, ინვესტიციებზე, იმიტომ, რომ ეს არის კონფიდენციალური. ჩვენ მთლიანად შემიძლია გითხრათ, რომ 800 მილიონს აღემატება უკვე სტარტაპების მიერ დაგენერირებული კერძო კაპიტალი, რაც არის უდიდესი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა თვითონ სხვა კუთხით ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მაგალითად, მინდა გამოვყო kursi.ge, რომელიც ჩვენს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პლატფორმაა, რამაც ჩვენი დაფინანსების შემდეგ 350 მილიონი ლარი დაუზოგა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ანუ ვალუტის გადახურდავებისას 350 მილიონზე ნაკლები დაუჯდათ, ვიდრე მათ დაუჯდებოდათ, ეს ქართული სტარტაპი რომ საქართველოში არ ყოფილიყო.

GITA-ს დაფინანსებულმა ერთმა ლარმა 2300 ლარის ეფექტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

ასევე მინდა ფაგების მიმართულება გამოვყო - ბიოქიმფარმი, რომელიც სრულიად ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნის, რომელიც ანტიბიოტიკების ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს მთელ მსოფლიოში. უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში ყიდიან პროდუქტს და მათ შორის ფაგები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან ნაცნობი თემაა, იქედან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია უკვე საქართველოში ბაზარზეა. კიდევ უფრო მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ამ პროცესში...

ასევე მინდა აღვნიშნო CityPay.io, რომელიც ფინანსურ ტექნოლოგიებში არის ძალიან წარმატებული, ასევე კარგონი ლოჯისტიკაში. მოგეხსენებათ, შუა დერეფანი რამდენად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ უკვე ინოვაციები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო აჩქარებს ამ პროცესს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. უკვე რამდენიმე ათეული მილიონი არის ბრუნვა ჩვენი ქვეყნის შიდა ეკონომიკაში ამ ციფრული ტექნოლოგიებით, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკის სფეროში.

შესაბამისად, ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, ერთობლიობაში ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას, იმიტომ, რომ არის ხოლმე ზოგადად ასეთი არასწორი აღქმა, რომ აი, ეს სტარტაპები სხვა ქვეყნებისთვის ქმნიან პროდუქტს და საერთაშორისო ბაზრებზე გადიან - საქართველოს რა? აქ არის კონკრეტულად სტარტაპების მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიიღო“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

12.10.2026.11:04

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით გააძლიეროს სექტორი. ფინანსური რესურსი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„ვამაყობთ, რომ Citi-სთან ჩვენ გამორჩეულ პარტნიორობას 50 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების, განსაკუთრებით კორპორატიული და მცირე-საშუალო ბიზნესის სეგმენტის მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ სავაჭრო დაფინანსებისთვის ძლიერი გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რაც მათ წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ადასტურებს ჩვენი გამოცდილებისადმი გლობალური პარტნიორების ნდობას და ქართული ბაზრის განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას. მოუთმენლად ველით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა ახალი ზრდის შესაძლებლობები შევქმნათ ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკი Citi-სთვის ღირებულ პარტნიორად რჩება. აღნიშნული თანამშრომლობა აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სავაჭრო დაფინანსების ინიციატივების განხორციელებისა და კლიენტთა ზრდის ამბიციების მხარდაჭერის კუთხით. ასევე, კიდევ უფრო ამყარებს Citi-ს მტკიცე ვალდებულებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართ,“- განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა