Kursi.ge-მ ვაკეში ფილიალი გახსნა
kursi.ge-ს, რომელიც ვალუტის გაცვლის ონლაინ პლატფორმაა, და მომხმარებლებს კონვერტაციას საუკეთესო კურსით ჰპირდება, 2026 წელს, გაფართოვებასა და ახალი მომსახურებების დამატებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განაცხადა, kursi.ge აქტიურად თანამშრომლობს ფინტექ ეკოსისტემის სხვა წევრებთან და ინდუსტრიის განვითარების მიღმა, მოკლე დროში ბაზარს რამდენიმე სიახლე შესთავაზა.
„ჩვენ ხელს ვუწყობთ ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას, მათ შორის კრიპტო მიმართულების - პლატფორმა Bitnet-ზე უკვე შეგიძლიათ, რომ Kurs.ge-ს კურსებით იყიდოს კრიპტოვალუტა ლარში.
ასევე, Silk-თან ერთად გვაქვს სესხების პროდუქტი, სადაც Silk-ის სესხის აღება უკვე ჩვენი პლატფორმიდან შეგიძლიათ. კოლაბორაციული მიმართულებები დავამატეთ და ამ მხრივ მუშაობას კვლავ განვაგრძობთ“, - განმარტავს ნინო კუპრაშვილი.
მისივე განმარტებით, Silk Bank-ის სასესხო პროდუქტი ამ ეტაპზე ტესტირების (MVP) რეჟიმშია, ხოლო 2026 წლის იანვრიდან Kurs.ge-ს მომხმარებლებს Bitnet-ზე კრიპტოაქტივების ლარში შეძენა ყველაზე დაბალ ფასად ანუ Kurs.ge-ს მეშვეობით შეუძლიათ.
„ასევე, ვაკეში აბაშიძის #21-ში გავხსენით ფილიალი, სადაც ბიზნეს მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მიიღონ ფიზიკური მომსახურება. ლოკაციაზე შესაძლებელია ნაღდი ფულის კონვერტაციაც, როგორც კორპორატიული კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის“, - ამბობს Kursi.ge-ს დამფუძნებელი
Kursi.ge დღეისათვის წარმოადგენს წამყვან ქართულ პლატფორმას, რომელიც ფინანსური ინფორმაციის აგრეგაციასა და მომხმარებლისთვის მარტივად მიწოდებაზეა ორიენტირებული. ვებგვერდის მთავარი დანიშნულებაა ვალუტის კურსების შესახებ ოპერატიული მონაცემების გავრცელება, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ნიშნულებს, ასევე კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების მიერ შემოთავაზებულ რეალურ მაჩვენებლებს.აღსანიშნავია, რომ kursi.ge-მ ასევე დანერგა ანალიტიკური მიმართულება და კონვერტაციების ბაზრის სიახლეებს 2 კვირაში ერთხელ აქვეყნებს.
პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ ინტერფეისს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მონაცემების ერთმანეთთან შედარება. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ვალუტის გადასაცვლელად ან სურს თვალი ადევნოს ბაზარზე არსებულ დინამიკას. გარდა სტანდარტული კურსებისა,
აღსანიშნავია, რომ Kursi.ge-ს გააჩნია ვალუტის კონვერტაციის მოსახერხებელი კალკულატორი, რომელიც ავტომატურად ითვლის თანხის შესაბამისობას არჩეული ბანკის კურსის მიხედვით. საიტი მუდმივად ახლდება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობას. ფინანსური მონაცემების გარდა, პლატფორმა ზოგჯერ აქვეყნებს ეკონომიკურ სიახლეებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება უკეთ გააანალიზოს ლარის კურსის ცვლილების მიზეზები და მოსალოდნელი ტენდენციები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.