მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

Kursi.ge-მ ვაკეში ფილიალი გახსნა

news image
mbc image

kursi.ge-ს, რომელიც ვალუტის გაცვლის ონლაინ პლატფორმაა, და მომხმარებლებს კონვერტაციას საუკეთესო კურსით ჰპირდება,  2026 წელს, გაფართოვებასა და ახალი მომსახურებების დამატებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განაცხადა, kursi.ge აქტიურად თანამშრომლობს  ფინტექ ეკოსისტემის სხვა წევრებთან და ინდუსტრიის განვითარების მიღმა,  მოკლე დროში ბაზარს რამდენიმე სიახლე შესთავაზა. 

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას, მათ შორის კრიპტო მიმართულების - პლატფორმა Bitnet-ზე უკვე შეგიძლიათ, რომ Kurs.ge-ს კურსებით იყიდოს კრიპტოვალუტა ლარში. 

ასევე, Silk-თან ერთად გვაქვს სესხების პროდუქტი, სადაც Silk-ის სესხის აღება უკვე ჩვენი პლატფორმიდან შეგიძლიათ. კოლაბორაციული მიმართულებები დავამატეთ და ამ მხრივ მუშაობას კვლავ განვაგრძობთ“, - განმარტავს  ნინო კუპრაშვილი. 

მისივე განმარტებით, Silk Bank-ის სასესხო პროდუქტი ამ ეტაპზე ტესტირების (MVP) რეჟიმშია, ხოლო 2026 წლის იანვრიდან Kurs.ge-ს მომხმარებლებს Bitnet-ზე ​კრიპტოაქტივების ლარში შეძენა ყველაზე დაბალ ფასად ანუ Kurs.ge-ს მეშვეობით შეუძლიათ.

„ასევე, ვაკეში აბაშიძის #21-ში გავხსენით  ფილიალი, სადაც ბიზნეს მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში,  შეუძლიათ მიიღონ ფიზიკური მომსახურება. ლოკაციაზე შესაძლებელია ნაღდი ფულის კონვერტაციაც, როგორც კორპორატიული კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის“, - ამბობს Kursi.ge-ს დამფუძნებელი

Kursi.ge დღეისათვის წარმოადგენს წამყვან ქართულ პლატფორმას, რომელიც ფინანსური ინფორმაციის აგრეგაციასა და მომხმარებლისთვის მარტივად მიწოდებაზეა ორიენტირებული. ვებგვერდის მთავარი დანიშნულებაა ვალუტის კურსების შესახებ ოპერატიული მონაცემების გავრცელება, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ნიშნულებს, ასევე კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების მიერ შემოთავაზებულ რეალურ მაჩვენებლებს.აღსანიშნავია, რომ kursi.ge-მ ასევე დანერგა ანალიტიკური მიმართულება და  კონვერტაციების ბაზრის სიახლეებს 2 კვირაში ერთხელ აქვეყნებს.

პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ ინტერფეისს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მონაცემების ერთმანეთთან შედარება. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ვალუტის გადასაცვლელად ან სურს თვალი ადევნოს ბაზარზე არსებულ დინამიკას. გარდა სტანდარტული კურსებისა, 

აღსანიშნავია, რომ Kursi.ge-ს გააჩნია ვალუტის კონვერტაციის მოსახერხებელი კალკულატორი, რომელიც ავტომატურად ითვლის თანხის შესაბამისობას არჩეული ბანკის კურსის მიხედვით. საიტი მუდმივად ახლდება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობას. ფინანსური მონაცემების გარდა, პლატფორმა ზოგჯერ აქვეყნებს ეკონომიკურ სიახლეებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება უკეთ გააანალიზოს ლარის კურსის ცვლილების მიზეზები და მოსალოდნელი ტენდენციები.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ავითარებს „უნიკი“ საბავშვო სამოსის მიმართულებას და რა გეგმები აქვს ბრენდს

16.10.2026.14:00

„უნიკი“ ქართული ბრენდია, რომელიც პატარებისთვის კომფორტულ სამოსსა და ფეხსაცმელს ქმნის და ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად ავითარებს ასორტიმენტს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზეიმო სამოსის მიმართულებას და სამომავლოდ შოურუმისა და მასტერკლასების სივრცის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა, მაგდა ზაქარიაშვილმა განუცხადა.

„თავდაპირველად პატარა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს ვკერავდით - ძირითადად კომბინიზონებსა და ბოდეებს. თუმცა, მომხმარებელთა მოთხოვნამ გვაჩვენა, რომ ინტერესი შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სამოსზეც იყო, რის შემდეგაც უფრო აქტიურად განვავითარეთ გამოსასვლელი და საზეიმო ტანსაცმლის მიმართულება. დღეს სწორედ ეს ხაზი გამოირჩევა მაღალი მოთხოვნითა და გაყიდვებით.

თავიდან ძირითადად ბამბის ქსოვილებს ვიყენებდით და ისეთ სამოსს ვქმნიდით, რომლის ჩაცმაც ბავშვს როგორც სახლში, ისე გარეთ შეეძლო. ამ მიმართულებას კვლავ ვინარჩუნებთ, თუმცა ამჟამად უფრო მეტად საზეიმო ტანსაცმელზე ვართ ორიენტირებული. შეკვეთებს ხშირად ვიღებთ საბავშვო ბაღის ღონისძიებებისთვის, კონცერტებისთვის, დაბადების დღეებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ჩინური ბაზრის გააქტიურების შემდეგ მსგავსი პროდუქციის გაყიდვები გარკვეულწილად შემცირდა, რადგან მომხმარებლებს ტანსაცმლის შედარებით ხელმისაწვდომ ფასად გამოწერის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამ პირობებში მნიშვნელოვანია მათ ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც ინდივიდუალური დიზაინითა და ექსკლუზიურობით გამოირჩევა. ვფიქრობ, ამ მიმართულების განვითარება წარმატებით შევძელით - გასულ და მიმდინარე წელს არაერთ საბავშვო ბაღთან ვითანამშრომლეთ და საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სამოსი შევკერეთ.

პროდუქციის გამორჩეულობისთვის ქსოვილების ნაწილს საზღვარგარეთიდან ექსკლუზიურად ვიწერთ, ნაწილს კი ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. უცხოელი მომწოდებლებისგან ისეთი მასალებიც ჩამოგვაქვს, რომლებიც ჩვენს კოლექციებს ინდივიდუალურობას სძენს და მომხმარებლებისთვის განსხვავებული დიზაინის შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს“, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

სამომავლოდ „უნიკი“ არსებული სივრცის სრულფასოვან შოურუმად გარდაქმნასა და მასტერკლასების მიმართულების განვითარებას გეგმავს.

„მომხმარებლებს გამრეკელის მისამართზე ვიღებთ, ხოლო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე ატელიეში მათ ზომების აღებისა და ტანსაცმლის ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. სამომავლოდ გვინდა, არსებული სივრცე სრულფასოვან შოურუმად ვაქციოთ, სადაც ვიზიტორები პროდუქციის ნახვასა და მზა სამოსის შეძენასაც შეძლებენ. ასევე, ვგეგმავთ ტანსაცმლის გარკვეული მარაგის შექმნას და მასტერკლასების მიმართულების განვითარებას.

ბავშვები, რომლებიც ატელიეში ზომების ასაღებად ან ტანსაცმლის მოსარგებად მოდიან, ხშირად სივრციდან წასვლას აღარ ჩქარობენ. ეს გვაძლევს მოტივაციას, მათთვის შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებიც შევქმნათ. გვინდა, შოურუმი მყუდრო და საინტერესო სივრცედ ჩამოვაყალიბოთ, სადაც ბავშვებს მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ფოტოსესიის სერვისსაც ვთავაზობთ. ფოტოგადაღება ჩვენს სივრცეში იმართება, ბავშვებისთვის ჩვენს ტანსაცმელს ვარჩევთ, ფოტოებს კი ჩვენი ფოტოგრაფი იღებს. ამ სერვისის განვითარებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - ამბობს მაგდა ზაქარიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა