მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალი არ არის, რაც ექსპორტს აფერხებს - „მკისას“ კომერციული დირექტორი

news image
mbc image

იმ მეწარმეებისთვის, ვისაც პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურს, მთავარი გამოწვევა პირველ რიგში ინფრასტრუქტურაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „მკისას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოდან ევროპის ბაზარზე ექსპორტს ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აფერხებს.

„დღეს ლურჯი მოცვის ბევრი ბაღია გაშენებული და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ჭარბი მოსავალიც კია, თუმცა არა გამომდინარე იქიდან, რომ მოსავლის რეალიზაციას ვერ ვახერხებთ, არამედ, არ გვაქვს დამხმარე ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებელს პროდუქცია იმ სახით მივაწოდოთ, როგორი მოლოდინიც აქვთ.

აქ იგულისხმება სამაცივრე მეურმეობები, ტერმინალები, სახვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, სადაც სამწუხაროდ იმ სახით ვერ ხდება პროდუქციის შენარჩუნება და იმ წესების დაცვა, რაც ლურჯი მოცვის ტრანსპორტირებისთვისაა საჭირო. ეს არის მიწოდების ცივი ჯაჭვის დაცვა სრულ ციკლში დაკრეფიდან რეალიზაციამდე.

ნუშის შემთხვევაში პრობლემა ასე მწვავედ არ დგას, რადგან ეს არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა ლოგისტიკური პრობლემები აქაც იკვეთება.

საექსპორტო ბაზრებზე ტრანსპორტირებისას ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქცია ფუჭდება. იმისთვის, რომ პროდუქტის ხარისხი შევინარჩუნოთ, ბიზნესის წარმომადგენლებს გვიწევს დამატებითი ხარჯების გაღება. ეს ნორმალურია, მაგრამ ვისურვებდი რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს და ამ მხრივ გაგვიმარტივდეს ტრანსპორტირების მთელი ციკლი და პროცესი“, - ამბობს „მკისას“ კომერციული დირექტორი გიორგი გუდაბანძე.

მეწარმე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კარგო - ტვირთების გადაზიდვა არ ხდება, რაც ექსპორტს აფერხებს.

„ჩვენ დასავლეთ საქართველოდან უნდა წამოვიღოთ თბილისის აეროპორტში ექსპორტისთვის პროდუქტი, რადგან ქუთაისის აეროპორტს აქვს კარგო სერვისი. მყისიერად უნდა მოხდეს პროდუქციის სამაცივრეში გადალაგება, რათა არ გაფუჭდეს. განსაკუთრებით სიცხეში პროდუქტი არ უნდა გაჩერდეს გარეთ, რისი უზრუნველყოფაც სამწუხაროდ დღეს ვერ ხდება.

ასევე პრობლემაა ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ვერ ვახერხებთ იგივე ევროკავშირსა და გალფის რეგიონში პროდუქციის გადაზიდვას, ვინაიდან არ არის სასაწყობე მეურნეობები, სადაც პროდუქციის დასაწყობება მოხდება. დღემდე დგას ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის პრობლემა, რადგან პატარა ბილიკია და დიდ კარგო თვითმფრინავებს აეროპორტი ვერ ემსახურება. ეს პროცესი დაძრულია, თუმცა არ ვიცით როდის ექნება ქუთაისის აეროპორტს კარგო ტერმინალი. ეს კრიტიკული საკითხია, რომლის გადაჭრაც ბევრ პრობლემას მოგვიხსნიდა ბიზნესის წარმომადგენლებს“, - ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება საქართველოდან კარგო გადაზიდვებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ეს სერვისი. აეროპორტში სამი კარგო ტერმინალი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ყველა მსხვილი ავია გადამზიდავი, რომელიც თბილისში ოპერირებს, რეისზე 2-3 ტონა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობა რომ იგეგმება, ამის შესახებ 2023 წლის აპრილში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მანამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძეც იქნება 3,5 კილომეტრი და ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ხომალდი შეგვიძლია მივიღოთ. ქვეყანამ უნდა განახორციელოს 85 მილიონი ლარის ინვესტიცია, რათა ქუთაისის აეროპორტმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი მისია“, - განაცხადა მინისტრმა. 

თუმცა პოტენციური ინვესტორებისა და პროექტის დაწყების თარიღის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა