მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება - ირაკლი ქარქაშაძე

news image
mbc image

ქუთაისში ‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაულს წელს, პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუმებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად დაათვალიერა.

,,ქუთაისობისქალაქობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო წინა წლებთან შედარებით. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები გაშლილი. აქტივობებს წელს პირველად შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქუთაისობის დღესასწაულს,-‘’განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, სამომავლოდ, აეროპორტების გაერთიანება, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც  ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება.

,,ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს თითოეულ ქუთაისელს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არსებობის ისტორიაში წელს პირველად უერთდება ,,გვირილობის“ დღესასწაულს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ადგილობრივი მხატვრების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, სადაც ნებისმიერ მსურველს, დათვალიერებასთან ერთად, სასურველი ნამუშევრის შეძენა შეუძლია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველთვის იქნება წარმოდგენილი რეგიონის, როგორც ეკონომიკურ, ასევე, კულტურულ და სოციალურ განვითარებაში. ჩვენ ვართ რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და გვაქვს სურვილი აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ქუთაისში 6 მაისამდე გრძელდება და რეზო გაბრიაძის წიგნის ,,ჩემი პატარა ქალაქის“ პრეზენტაციით დასრულდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა