მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის, ლევან ცხადაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტი ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურ ფაზაშია ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში 11 სადგომს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ეფექტიანად გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ საჰაერო ხომალდებს. ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბაქნის გაფართოების სამუშაოები. რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ბაქანის გაზრდისთვის და ერთდროულად უფრო მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

დავით აღმაშენებლის აეროპორტი აქამდე დაპროექტებული იყო 9 საჰაერო ხომალდის თვითმავალი ტიპის სადგომებით, რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ გადავა ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე. თვითმფრინავების სადგომის რაოდენობა კი 9-დან 11-მდე გაიზრდება. საიდანაც 4 სადგომი დარჩება თვითმავალის ტიპის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. რაც საშუალებას იძლევა მცირე დროის მონაკვეთში აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს.

ქუთაისის აეროპორტის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება სრულად საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა