ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი „გალა“ დღეს იხსნება
გალაკტიონის კონცეფციით შექმნილი რესტორანი „გალა“ ქუთაისში დღეს ოფიციალურად 13:00 საათზე იხსნება.
„გალა“ არის რესტორანი ყველასთვის, თუმცა ალბათ ძირითადად ქართული აუდიტორიისთვის ვიმუშავებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რესტორნის მფლობელმა ლილე მაღლაფერიძემ განუცხადა. რესტორანი სტუმრების მიღებას დღეიდან დაიწყებს.
„გალა“ არის ავთენტური ქართული რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულო სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. პრიორიტეტია იმერული კერძები.
რესტორანში გამოფენილია გალაქტიონის ნამუშევრები, ლექსები, ფრაზები და მეუღლისთვის ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილები.
„გალას“ სივრცე 100 პერსონაზეა განსაზღვრული. მალე რესტორანს დაემატება ახალი სივრცე და ჯამში უკვე 120 პერსონის მიღებას შევძლებთ. მენიუ საკმაოდ მოცულობითია. წამყვანი იქნება იმერული ტრადიციული დაფები, რაც შეეხება ღვინოებს, წარმოდგენილი იქნება მცირე საოჯახო მარნები, ბიო ღვინოები რომელიც საკმაოდ კარგად იყიდება, ამიტომ ამ მიმართულებით მეწარმეებს წავახალისებთ“ - ამბობს ლილე მაღლაფერიძე.
რესტორანში პარასკევსა და შაბათ-კვირას აჟღერდება ცოცხალი მუსიკა.
ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 10 ადამიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.