ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო
კომპანია „ვათაგის“ მიერ ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.
„ქვეყნის მასშტაბით, 4 საპილოტე რეგიონში 48 საწარმო დაფინანსდა. მათ შორის არის როგორც ახალი, ასევე გადაიარაღებული საწარმოები. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია 20 მლნ ლარს აღწევს. ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ და სხვა მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანი ხელშემწყობია რეგიონებში სოციალ-ეკონომიური წარმატებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ საკუთარ წვლილს შეიტანს სამიზნე რეგიონების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
კომპანია „ვათაგმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია; პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 384,000 ლარს შეადგენს. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა რძის პროდუქტების შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის.
„საშუალება გვქონდა გვენახა, თუ როგორ მუშაობს ერთ-ერთი კერძო ბიზნესი, რომელმაც ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 400 ბიზნესი დაფინანსდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას, არამედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.