მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ყველა ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი საბანკო მომსახურება - „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

news image

მიკრობანკიკრისტალი“  მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, ახალი პროდუქტების შესახებ ანონსი ეტაპობრივად გაკეთდება და საბოლოოდკრისტალისმომხმარებლები ყველა იმ პროდუქტზე მიიღებენ წვდომას, რომლებსაც მათ მსხვილი ბანკები სთავაზობენ.

უფრო კონკრეტულად რა გეგმები აქვსკრისტალსდა როგორ აფასებს არჩილ ბაკურაძე სექტორის ზრდის ტემპს, დეტალებზე Business Insider Georgia „კრისტალისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ესაუბრა.

16 ივნისიდან “კრისტალის“ ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. რა იცვლება მომხმარებლებისათვის და ასევე რა იცვლება თავად მიკრობანკის ცხოვრებაშიც?

16 ივნისიდანკრისტალიმომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების ეტაპობრივ შეთავაზებას იწყებსმოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 4 თვის წინ ჩვენ მივიღეთ მიკრობანკის ლიცენზია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა სრულყოფილი საბანკო მომსახურება. შესაბამისად, „კრისტალიიქნება სრულყოფილი სერვისების მიმწოდებელი ბანკი ქართველი მომხმარებლებისთვის და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ „კრისტალმა“ მომხმარებელს რამდენიმე პროდუქტი უკვე შესთავაზა. რა პროდუქტებს ამუშავებს „კრისტალი“ სამომავლო ბაზრისთვის წარსადგენად? 

დიახ, ნამდვილად ასეა. ლიცენზიის მიღების შემდეგ დავიწყეთ ჩვენი საინვესტიციო პროდუქტის — „მონეტასშეთავაზება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში. 16 ივნისიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია მიმდინარე ანგარიშებისშეთავაზება და მათზე სავალუტო ოპერაციების განხორციელება. სულ რამდენიმე დღეა დავიწყეთ ანაბრების მიღება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი, მათ შორის მრავალფეროვანი სასესხო და სალიზინგო პროდუქტები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვენს ფილიალებში, ასევე მუდმივად განვითარებად ციფრულ არხებში. ვთხოვ მომხმარებლებს, მიაქციონ ყურადღება და თვალი ადევნონ ჩვენს შეთავაზებებს, ისარგებლონ კრისტალის სერვისებით და ახალი პროდუქტებით.

მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ გაგიიაფდათ თუ არა ფინანსური რესურსი და ზოგადად გაგიმარტივდათ თუ არა მათზე წვდომა?

ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულ შედეგს წარმოადგენს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. „კრისტალითავისი არსებობის განმავლობაში იზიდავდა სახსრებს საერთაშორისო წყაროებიდან და მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც აქტიურად აგრძელებს მათთან თანამშრომლობას. რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს დაემატა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციებით მოზიდული თანხები, ახლა კი უკვე გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ მომხმარებელთა დეპოზიტები და სხვა საინვესტიციო პროდუქტები. ყოველივე ეს პირველ რიგში ხელს უწყობს ჩვენი წყაროების დივერსიფიკაციას და ამას ბუნებრივად მოყვება კომპანიის ფინანსური ხარჯების შემცირებარაც თავის მხრივ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კონკურენტული პირობები შევთავაზოთ მომხმარებელს სესხებზე.

ბანკი და ზოგადად ფინანსური სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ხედავს თუ ეკონომიკის რომელ სექტორებშია ზრდა და სად არის უფრო მეტი პოტენციალი. „კრისტალის“ მაგალითზე სად ხედავთ ყველაზე დიდი ზრდას?

ძალიან კარგი და ამავდროულად რთული შეკითხვაა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უპირატესობა დივერსიფიკაცია არის. რომ დაუკვირდეთ, ერთი კონკრეტული დარგი არ არის განსაკუთრებულად წამყვანი. ჩვენი ქვეყნის რეალობა აჩვენებს, რომ ეს დიდი პლუსია, საქართველოში დივერსიფიცირებული ეკონომიკაა დაკრისტალისპორტფელიც დივერსიფიცირებულია. ჩვენ ვაბანდებთ ეკონომიკის ყველა სფეროში. მრავალფეროვნება არსებობს ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში. თუმცა სპეციფიკურად ჩვენს შემთხვევაში გამოვყოფდი რამდენიმე სექტორს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა ვხდებით და მომსახურების სექტორი მრავალფეროვანი და საკმაოდ დიდია. აქვე აღსანიშნავია ტურიზმის როლი, აქტიურად ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა - გვიყვარს ეს დარგი და ამ მიმართულებით ბევრი კარგი გეგმა გვაქვს. სოფლის მეურნეობა და რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერა გარკვეულწილად მიბმულია ტურიზმთან. ჩემი აზრით, საქართველოში მოვიდა  მეწარმეობის განვითარების დრო, რასაც ვცდილობთ მაქსიმალურად  შევუწყოთ ხელი როგორც დაფინანსებით ასევე სხვა სერვისებით

თქვენ ჩვენი საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ეტაპობრივად გამოიტანთ პროდუქტებს ბაზარზე და საბოლოოდ სრულფასოვანი სერვისების მიმწოდებლად ჩამოყალიბდებით, რა პერიოდს უყურებს ეს გზა?

ჩვენი საქმიანობა მუდმივი განვითარების პროცესია. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს განვითარებას, ეს არავისთვის არ იქნება კარგი. ფოკუსირებულები ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ახალი სერვისები და არამხოლოდ დავაკმაყოფილოთ ის მოლოდინი, რომელიც მომხმარებელს გააჩნია, არამედ ახალიც შევთავაზოთ. ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციებს. ეს განვითარების და სრულყოფილების დაუსრულებელი პროცესია

ინოვაციების როლი საბანკო სექტორის განვითარებაში - ყველაფერი ციფრულდება, აქეთ ხელოვნური ინტელექტი. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით „კრისტალს“?

ციფრული არხები, მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელობის ნაწილია. უფრო და უფრო მეტი პროცესი ხორციელდება და ეფუძნება ელექტრონულ არხებს, მონაცემებს და ასე შემდეგ. ანუ პროცესი დაწყებულია და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალება, რომ სერვისები დავხვეწოთ, კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ და ასევე, მომხმარებლებისთვის გავაიაფოთის რითიცკრისტალიგამორჩეულია და რასაც ჩვენ სერიოზულად გვინდა ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ მიუიხედავად სერვისების გაციფრულებისა, ჩვენ არ ვკარგავთ ადამიანურ კონტაქტს ჩვენს მომხმარებლებთან და ასევე, ვინარჩუნებთ ჩვენს მარავალრიცხოვან ენერგიულ და ახალგაზრდულ გუნდს, რომელიც წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფილიალში. მიმაჩნიარომ პირადი ურთიერთობა, ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ჩვენი მომხმარებლებისთვის, მათი ბიზნესის წარმატებისთვის, სასურველი მიზნების მიღწევისთვის. ამიტომ ჩვენ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მომავალში მაინც  ადამიანებთან ურთიერთობაზე დაფუძნებულ ბიზნეს მოდელს ვანიჭებთ უპირატესობას.

საბანკო სექტორის ზრდა განვითარება 2025 წელს, რა მაჩვენებლებს უმიზნებთ სექტორში და ასევე საინტერესოა, რამდენად თანხვედრაშია ეკონომიკური ზრდის ტემპთან სექტორის ზრდის ტემპი?

მოგეხსენებათ საბანკო სექტორი, ისევე როგორც მიკრობანკები გეგმავენ თავისი პორტფელის ზრდას. კრისტალს აქვს ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგია. დადებითი გახლავთ ის, რომ მომგებიანობა მაღალია, აქტივების ხარისხი საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული, ეკონომიკაც ვითარდება და მთავარია არ არსებობდეს დისბალანსი ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური აქტივების ზრდას შორის

ჩემი ღრმა რწმენით და ანალიზით, ფინანსური სექტორის განვითარება სწორად და სინქრონულად მიყვება ეკონომიკას და, ვფიქრობამ ეტაპზე არანაირ სისტემური რისკების აკუმულირებას ადგილი არა აქვს. პირიქით, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოში - უმრავლეს შემთხვევაში დაკრედიტების სისტემა ჯანსაღია. ამავე დროს, სისტემის მიმართ ნდობაც გაიზარდა მომხმარებლების მხრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის როლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მაკროეკნომიკურ და მონეტარულ სურათს, სებ-მა უმოკლეს ვადებში შეძლო სავალუტო რეზერვების სასურველ დონემდე აღდგენა, რაც კიდევ დამატებითი ფაქტორია სექტორის სტაბილურობისთვის. ვფიქრობ, განვითარება სახეზეა, არის მდგრადი და ნამდვილად მიყვება ეკონომიკის განვითარების ტემპს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პროკრედიტ ბანკში ანაბრების აქცია დაიწყო

11.05.2026.18:13

პროკრედიტ ბანკი მაისის თვეში ვადიან ანაბრებზე განსაკუთრებულ პირობებს აცხადებს, მომხმარებლები, რომლებიც გადმოიტანენ ანაბარს სხვა ბანკიდან ან გახსნიან ახალ ანაბარს +1%-მდე მეტ სარგებელს მიიღებენ. 

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიან ანაბრებზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველ უცხოურ ვალუტაში განათავსოს დანაზოგი და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.

აქციით სარგებლობა მარტივია: შეავსე ფორმა და ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაგიკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე: (+995 32) 220 22 22. 

მეტი ინფორმაციისთვის, გადმოწერე მობაილ ბანკი ან ეწვიე საიტს: 

www.procreditbank.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა