მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

ყველა ტიპის საწვავზე მოგების მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 - 25 თეთრის ფარგლებში - ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბაზრის დაკვირვებას, რადგან 5 კომპანიის წილი საცალო ბაზარზე არის 66% - 67%ის ფარგლებში | ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

ყველა ტიპის საწვავზე მოგების მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 - 25 თეთრის ფარგლებში - ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბაზრის დაკვირვებას, რადგან 5 კომპანიის წილი საცალო ბაზარზე არის 66% - 67%ის ფარგლებში - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, დასრულდა ოთხი მოკვლევა, საიდანაც ორში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მიმდინარეობდა 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი. დასრულდა დემპინგის ერთი ქეისის შესწავლა. მომხარებელთა უფლებების კუთხით კი განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა და მოქალაქეებმა 1 მლნ. ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.

GCCA-ის თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით 2025 წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებებით გამოირჩეოდა. დაარსებიდან 12 წლის თავზე, GCCA-იმ გააძლიერა გავლენა შიდა სტრატეგიულ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობა საერთაშორისო პლატფორმებზე.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ოთხი მოკვლევა, მათ შორის, ორ შემთხვევაში დადგინდა ჭარბი ფასი. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ოთხ კომპანიას, ჯამურად, 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტო-ბაზრობას, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა. რიგ ქეისებში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა რეკომენდაციები.

GCCA-ი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის – საწვავის, FMCG-ის, აგროსასუქების/პესტიციდების, თამბაქოსა და სამედიცინო სერვისების მიმართულებით. ანგარიშში წარმოადგენილია შუალედური ანგარიშები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის.

2025 წელს გადაამოწმდა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული კონცენტრაცია და 18-ზე გაიცა თანხმობა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით, მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მოქალაქეებმა წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1 მილიონ ლარი დაიბრუნეს უკან.

განაცხადების 70%-მდე ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორი ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისებია. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მომხმარებელთა საჩივრები განიხილება ერთი თვის ვადაში – ყოველგვარი ხარჯის გარეშე.

,,2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ის მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის – ICPEN-ის – პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს აზიარებს. პრეზიდენტობის ფარგლებში, საქართველო 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

GCCA-იმ, გასულ წელს, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწეყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა ასევე საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ის საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით’’ - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ერთი კვლევა, რომელიც შეეხებოდა არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება არ იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი.

,,GCCA-თვის წელი აქტიური იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. 2025 წელს GCCA-იმ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, GCCA-იმ წამყვანი და ლიდერის როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია რომ 2026 წელს 30 წელი შესრულდება საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან, ანგარიში წარმოდგენილია ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ წლებში იქნა მიღწეული. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიკულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართული AI პლატფორმა Tail ჩეხეთის ბაზარზე შევიდა

23.11.2026.12:00

„თათის“ აპლიკაციის შემქმნელი გუნდის ქართული AI პლატფორმა Tail, რომელიც ვეტერინარული კლინიკების სამუშაო პროცესების გამარტივებას ემსახურება, ჩეხეთის ბაზარზე შევიდა და ამჟამად სამ კლინიკაში საპილოტე რეჟიმში ინერგება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის თანადამფუძნებლებმა, სერგი აბაშიძემ და ბესიკ ექსეულიძემ განაცხადეს, გუნდი პროდუქტის განვითარებასა და საერთაშორისო გაფართოებაზე მუშაობს.

ვეტერინარი აღწერს, რა უთხრა ცხოველის პატრონმა, რა გამოავლინა გასინჯვამ და რას გეგმავს შემდეგ. ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ვიზიტის ჩანაწერის პროექტს ამზადებს, რომელსაც ექიმი ამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ასწორებს და ინახავს. სწორედ ასეთი სამუშაო პროცესის გამარტივებაზე მუშაობს ქართული პლატფორმა Tail.

Tail ვეტერინარული კლინიკებისთვის განკუთვნილი AI პლატფორმაა, რომელიც „თათის“ აპლიკაციის შემქმნელმა გუნდმა შექმნა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ხმოვანი ინფორმაციისგან სამედიცინო ჩანაწერის მომზადება, რათა ვეტერინარს ვიზიტის დეტალების დალაგებაში ტექნოლოგია დაეხმაროს.

ამ პროცესში გამოიყენება SOAP ფორმატი. მარტივად, ეს ინფორმაციის ოთხ ნაწილად დალაგებას ნიშნავს: რას ჰყვება პატრონი, რა დააფიქსირა ექიმმა, როგორ აფასებს ის პაციენტის მდგომარეობას და რას მოიცავს შემდგომი გეგმა. AI-ის ამოცანაა, ვეტერინარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ამ სტრუქტურაში მოაქციოს.

„ჩვენთვის საწყისი ინფორმაცია ვეტერინარის მონათხრობია. გვინდა, ექიმმა ხმით აღწეროს ვიზიტი და მიიღოს დალაგებული ტექსტის პროექტი. შემდეგ თავად შეამოწმოს, შეასწოროს და შეინახოს. ეს არის პროცესი, რომლის გამარტივებაზეც ვმუშაობთ“, - ამბობს ბესიკი ექსეულიძე, Tail-ის თანადამფუძნებელი და CTO.

პროდუქტის ხედვა ჩანაწერის მომზადებასთან ერთად კლინიკის სხვა საქმეების დაკავშირებასაც მოიცავს. AI ჩატით ინფორმაციის მოძიება, კალენდარი და ჯავშნები, პაციენტის ისტორია, ლაბორატორიული ინფორმაცია და გადახდები იმ მიმართულებებს შორისაა, რომლებსაც გუნდი ერთ პლატფორმაში აერთიანებს. ინსტრუმენტები ეტაპობრივად ვითარდება და მოწმდება.

Tail უკვე შევიდა ჩეხეთის ბაზარზე. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად სამ ვეტერინარულ კლინიკაში საპილოტე დანერგვა მიმდინარეობს, სხვა კლინიკებთან კი პლატფორმაზე ჩართვისა და მონაცემების მიგრაციის საკითხები განიხილება.

„საპილოტე ეტაპზე გვინდა გავიგოთ, სად ეხმარება Tail კლინიკის გუნდს ყველაზე მეტად და რას სჭირდება გაუმჯობესება. ჩეხეთში შემდგომ განვითარებას ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ახალი კლინიკების ჩართვისას მიღებული უკუკავშირის გათვალისწინება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნავს სერგი აბაშიძე, Tail-ის თანადამფუძნებელი და CEO.

ვებგვერდები: tail.vet და tati.app

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა