მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

ყველაფერი, რაც კარტელური შეთანხმების შესახებ უნდა იცოდეთ - „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლოა ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რისი დადასტურების შემთხვევაშიც გამოიყენება შესაბამისი ანტიმონოპოლიური მექანიზმები. კარტელური შეთანხმების არსსა და მის სამართლებრივ შედეგებზე საუბრობს იურიდიული ფირმა "ბი ვი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

რა არის კარტელური შეთანხმება?

კონკურენციის შემზღუდველი (ე.წ. კარტელური) შეთანხმებები აკრძალულია საქართველოს კანონით „კონკურენციის შესახებ“. კანონის თანახმად,  დაუშვებელია, დადებულ იქნეს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.  მაგალითისათვის, ასეთი შეთანხმებაა: ფასების ფიქსირება, ბაზრების ან მიწოდების წყაროების სხვადასხვა ნიშნით განაწილება, იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, არარელევანტური დამატებითი პირობების ან ვალდებულებების დადგენა  ხელშეკრულების მხარისათვის და ა.შ.

იმისათვის, რომ დადგინდეს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა, საჭიროა, სახეზე იყოს მინიმუმ შემდეგი ელემენტები:

  • ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტი;
  • შეთანხმება/შეთანხმებული ქმედება/გადაწყვეტილება;
  • კონკურენციის შეზღუდვის/აკრძალვის მიზანი ან შედეგი.

ამასთან, კონკურენციის სამართალი კრძალავს კარტელურ შეთანხმებებს ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომლებიც საქმიანობენ ბაზრის როგორც ერთ დონეზე („ჰორიზონტალური შეთანხმება“), ისე - სხვადასხვა დონეზე („ვერტიკალური შეთანხმება“). მაგალითისათვის, ვერტიკალური შეთანხმების გავრცელებული ფორმებია: სარეალიზაციო ფასის ფიქსირება, ექსკლუზიური შესყიდვები, ექსკლუზიური დისტრიბუცია, შერჩევითი სადისტრიბუციო სისტემა და ა.შ.

როგორ ხდება კარტელური შეთანხმების იდენტიფიცირება?

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

სააგენტო უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტებს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს ეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

დამატებით, სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით და მიიღოს მათგან ახსნა-განმარტები. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.

რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება კარტელური შეთანხმების დადასტურებას?

რაც შეეხება ეკონომიკურ აგენტთა პასუხისმგებლობას, კონკურენციის შემზღუდველი (კარტელური) შეთანხმების დადასტურების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

16.06.2026.15:11

27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.

2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.      

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი. 

როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა