მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე- STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ

news image
mbc image

რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის STEM სკოლის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა – STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მეცნიერების (Science), ტექნოლოგიის (Technology), ინჟინერიის (Engineering) და მათემატიკის (Mathematics) შესახებ.

STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მომავლის პროფესიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.

STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.

ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?

STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ.

როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ. ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.

მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად ტარდება.

STEM სკოლის სასწავლო პროგრამა

STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი.

სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება.

პირველ მოდულში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტროინჟინერიის, მიკროკონტროლერებისა და მათი სენსორების მართვის საწყისებს. სწავლის პროცესში ისინი იყენებენ სპეციალურ ონლაინ პლატფორმას Tinkercad, სადაც Arduino მიკროკონტროლერის დაპროგრამებას (C++ ენის გამოყენებით) და სხვადასხვა ელექტრული წრედის აწყობას ვირტუალურ გარემოში სწავლობენ. ამ მოდულის ფარგლებში მოსწავლეები ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა (ელექტრობა) და პროგრამირებაში.

მეორე მოდულში მოსწავლეები პრაქტიკულ სამუშაოზე გადადიან და პროექტებს რეალური ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ, ონლაინ შექმნილი სქემები რეალურად ააგონ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა. ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.

STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსება

სწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.

საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად 90 საუკეთესო მოსწავლეს ავლენს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი 100%-იან, ხოლო 30 – 50%-იან დაფინანსებას იღებს.

რეგისტრაცია STEM სკოლაში

რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს ჩართული ვიდეოკამერებით, ონლაინ ტესტირება უტარდებათ, რომელიც ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას ამოწმებს. გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დარეგისტრირდი STEM სკოლაში

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პირველი ნახევრის დინამიკა გვაძლევს საფუძველს, ველოდოთ, რომ წლის ბოლოს გალტ & თაგარტი კიდევ უფრო გააძლიერებს პოზიციებს როგორც საინვესტიციო საბანკო და საბროკერო მიმართულებებში, ისე კვლევისა და ანალიტიკის კუთხით - ქეთევან თოიძე

15.09.2026.11:30

„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.

2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.

Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ქეთევან თოიძე 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი დინამიკური იყო „გალტ & თაგარტისთვის“ ყველა მიმართულებით.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ ფუნდამენტური როლი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო, რაც მოიცავს კორპორატიულ ობლიგაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) ტრანზაქციებს, ევრობონდებსა და Treasury მიმართულების ოპერაციებს.

წინა წლის ძლიერი დასასრულის გაგრძელება იყო წლევანდელი წლის წარმატებული პირველი ნახევარი საბროკერო მიმართულებისთვისაც. ამ კუთხით გვაქვს რამდენიმე საინტერესო წამოწყება, რაც ემსახურება როგორც მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე შიდა სისტემების გაძლიერებასაც. ვაფართოებთ კონტრაგენტულ ქსელს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი ბაზარი დავფაროთ და მომხმარებლებს უნიკალური გამოცდილება შევთავაზოთ. მაგალითად, ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ UZNIF-ის IPO-ში, რომელიც გულისმობს პირველად ემისიას უზბეკეთის საინვესტიციო ფონდისთვის, რომელიც ისტორიული IPO იყო უზბეკეთისთვისაც. ასევე, ჩვენი ჩართულობით, მომხმარებლებმა მიიღეს მონაწილეობა SpaceX-ის IPO-ში, სტრუქტურული პროდუქტის მეშვეობით. დამატებით, გვაქვს წვდომა საერთაშორისო ფონდებზე, რაც ძალიან საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

როგორია ძირითადი ტენდენციები კაპიტალის ბაზარზე?

ქართული კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება. მხოლოდ 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განთავსდა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს და 2024 წლის მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია. ამ კუთხით გამორჩეულია 2026 წელიც, სადაც მიმდინარე პერიოდის შედეგები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

სულ უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს ობლიგაციებს, როგორც გრძელვადიან და მოქნილ რესურსს დაფინანსების წყაროს დივერსიფიცირებისთვის. ამ ტენდენციას თან ახლავს ინვესტორთა ბაზის თანდათანობითი გაფართოება. ბაზარზე ძლიერდება ინსტიტუციური ინვესტორების როლი და იზრდება უცხოელი ინვესტორების ინტერესი ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ. ამასთანავე, ფართოვდება ემიტენტების წრეც, ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი კომპანია შემოდის, რაც კაპიტალზე წვდომას სრულიად ახალ სექტორებს უხსნის.

სწორედ ბაზრის ეს დინამიკა და ინვესტორთა მზარდი ნდობა გვაძლევს საფუძველს, ითქვას, რომ კაპიტალის ბაზრის გაფართოების ტემპი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება იმ მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებიც გალტ & თაგარტის გრძელვადიან განვითარებას და რეგიონულ გაფართოებას ემსახურება.

პირველ რიგში, გავაგრძელებთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას და შევეცდებით, კიდევ უფრო მეტი კომპანიისთვის გავხადოთ კაპიტალის ბაზარი საინტერესო. პარალელურად, გავაძლიერებთ საბროკერო მიმართულებას, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გაფართოების, ისე ახალი საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზების კუთხით.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

2026 წლის შედეგებთან მიმართებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. პირველი ნახევრის დინამიკა გვაძლევს საფუძველს, ველოდოთ, რომ წლის ბოლოს გალტ & თაგარტი კიდევ უფრო გააძლიერებს პოზიციებს როგორც საინვესტიციო საბანკო და საბროკერო მიმართულებებში, ისე კვლევისა და ანალიტიკის კუთხით. 
საბოლოო ჯამში, 2026 წელს ველოდებით არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ ხარისხობრივ წინსვლასაც - უფრო განვითარებულ კაპიტალის ბაზარს, უფრო ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გაძლიერებულ კვლევით და რეგიონულ პოზიციონირებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა