მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი პროექტის Creator-ის შესახებ უნდა იცოდე

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს “კრეატორს” ახორციელებს.

ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა.

პროექტზე განაცხადების მიღება დასრულდა, მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა 500-ზე მეტია. სულ მალე, ჟიურის წევრები 25-მდე კონკურსანტს შეარჩევენ, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავა.

“საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა და გვჯერა, რომ მას ქვეყანაში განვითარების გრძელი გზა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, ამიტომ შევქმენით პროექტი “კრეატორი”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროექტის მიზანი დამწყები და გამოცდილი კრეატორების ხელშეწყობაა, რათა მათ კიდევ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შექმნან და პლატფორმის პოტენციალი სრულად აითვისონ.

“ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა იუთუბის პლატფორმა და შესაბამისად, დაინტერესება როგორც მაყურებლებისგან, ასევე სპონსორებისგან. გამორჩეულად მიმზიდველი გახდა ციფრული კრეატორის პროფესია. უკვე წარმატებულ კრეატორებს შორის (განსაკუთრებით იუთუბზე) არის სუპერ მეგობრული და კოლეგიალური გარემო”, - აღნიშნავს აჩი ცენტერაძე - პროექტის თანაავტორი.

“კრეატორის” რეალითი შოუს ფარგლებში, მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.

ჟიურის წევრები და პროექტის ავტორები მონაწილეებს გამბედაობისკენ მოუწოდებენ.

“პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მონაწილეს ჰქონდეს ორიგინალური იდეები, შრომისუნარიანობა და ენერგია, რაც ვიდეოში კარგად გამოჩნდება. თავდაჯერებული უნდა იყოს კეთების პროცესში, თუმცა, ასევე შეეძლოს რეფლექსია. ყოველი ვიდეოს დადების შემდეგ უნდა უყუროს მას თავიდან, ჩახედოს ანალიტიკას, დააკვირდეს უკუკავშირს და ანალიზი გააკეთოს, თუ როგორ შეუძლია გახადოს მომდევნო ვიდეო უკეთესი. უშუალოდ ⁠ჩემთვის კი მთავარი კრიტერიუმია, ადამიანს ჰქონდეს პასუხი მთავარ კითხვაზე: „რატომ?!“ თუ შენ იუთუბს იწყებ მარტო იმიტომ, რომ ფული იშოვო ან პოპულარული გახდე — მალევე დანებდები. თუ იცი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ მე შენს მხარეს ვარ”, - აღნიშნავს “კრეატორის” ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

პროექტის ფარგლებში, შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას ჟიურის წევრები ყურადღებას ამახვილებენ არა გადაღებული ვიდეოს ტექნიკურ ხარისხზე, არამედ უშუალოდ იდეის კრეატიულობასა და ღირებულებაზე.

“ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი, ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა. ჩემთვის მთავარია თანმიმდევრულობა, საკუთარ, უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე სწორი რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ამის საფუძველზე შემდეგი ვიდეოს დახვეწა, და, რაც მთავარია, სწორი ფასეულობები. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ხარისხი არ არის აპარატურა ან ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ”, - აღნიშნავს “კრეატორის” ჟიურის ერთ-ერთი წევრი დათო ალავიძე (ჰიტა).

პროექტის ღირებულებაზე საუბრისას ჟიურის წევრები და ავტორები იმ მოტივაციისა და სტიმულის გაზიარებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც “კრეატორმა” მაყურებელს უნდა შესთავაზოს.

“მარტივად რომ ავხსნათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ქონდათ და ამ მიზეზით არ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან , ამ პროექტის მეშვეობით ნახავენ შიდა სამზარეულოს, ისწავლიან როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ მთავარია, დაიწყო. ეს 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩევა, იქნება ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეობითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო წარმატებას. ჩემთვის, ეს არის შიშის მომხსნელი პროექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ შემოვიდნენ YouTube-ის სივრცეში, უბრალოდ შიში აქვთ აუდიტორიასთან გასვლის და არ იციან, რითი დაიწყონ – ამ კითხვებზე პასუხს ისინი სწორედ Creator-იდან მიიღებენ”, - გვიზიარებს Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მახარა (საეჭვო კაცი).

YouTube-ის სივრცეში პირველი ნაბიჯების გადადგმის მსურველებს ჟიურის წევრები და პროექტის შემქმნელები ურჩევენ, აუცილებლად სცადონ.

“დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ამ სტატიის მკითხველებსაც უფიქრიათ საკუთარი არხის შექმნაზე. როგორც სხვა ყველაფერში, ყველაზე რთული, დაწყებაა. ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყებას გავს ძალიან. პროექტი “კრეატორი” სწორედ ასეთი ადამიანებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო უნდა გახდეს. აღნიშნული პროექტის მიზანია მუხტი მისცეს დამწყებ კრეატორებს და მაყურებელს გააცნოს ახალი სახეები. ნებისმიერი ვიდეო კონტენტის შექმნისას გაითვალისწინე, რომ პირველი 5 წამი ყველაზე მნიშვნელოვანია! ამიტომ, უბრალოდ დაიწყე, განვითარდი ყოველდღე და არ გაჩერდე!” - ამბობს აჩი.

შეგახსენებთ, რომ “კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.

თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ  YouTube არხზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა