„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში მზრუნველი მამობისა და მშობლების თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობას განაგრძობს.
ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და UNFPA-ს ორგანიზებით, Holiday Inn-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა მამებისა და შვილების ურთიერთობა, ბავშვის განვითარებაში მამის როლის და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. შეხვედრას 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები და სპიკერები აზიარებდნენ პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ყოველდღიურ მხარდაჭერას, ნდობასა და თანადგომას მოახდინოს ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პასუხის ძიება კითხვაზე, თუ „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?“
შეხვედრის ფარგლებში, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს მასწავლებელმა და UNFPA-ს ინიციატივით შექმნილი მამების სკოლის ფასილიტატორმა, გიორგი ლიპარიშვილმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ. მათ ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე განსხვავებული პერსპექტივით დაფიქრებისა და დასამახსოვრებელი გამოცდილების ერთად შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამასთან, როგორც ნამდვილი ქომაგებისთვის, საქართველოს ბანკმა ღონისძიების მონაწილე მამებისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურებიც წარადგინა. მაისურები სიმბოლურად გამოხატავს იმ გზავნილს, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხშირად სწორედ მამაა და მხარდაჭერა ყოველდღიურ, ერთი შეხედვით პატარა დეტალებში ვლინდება. სპეციალურად ქომაგი მამებისთვის შექმნილი მაისურების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tshirt.ge
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მზრუნველი მამობის მხარდაჭერას, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის წახალისებასა და ოჯახების გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობის განხორციელება.
ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
31.07.2026.18:30
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებისა და მათი ბიზნესების განვითარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და EFSE-ის პარტნიორობით, Business 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართა.
შეხვედრას გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ნანა აბურჯანიძე უძღვებოდა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები და გაყიდვების თანამედროვე მიდგომები განიხილეს.
მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, მიდგომები და ტაქტიკები ბოლო წლებში, რა მოთხოვნებია თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების გუნდის კომპეტენციებისა და უნარების კუთხით და რა როლს ასრულებს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მონაწილეებმა ადგილობრივი და გლობალური ბრენდების მაგალითები განიხილეს, ერთმანეთს სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარ ბიზნესებთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები დასვეს.
ბიზნეს 360˚საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს — ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.