მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვემო ქართლში საბურავების ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება - ინვესტიცია 30 მლნ ლარია

news image
mbc image

რუსთავში საავტომობილო აკუმულატორებისა და საბურავების ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა იგეგმება. ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ლარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, როგორც მწარმოებლის გაფართოებული  ვალდებულების ორგანიზაციების ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი,  შპს „რეკსოლი“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით აქტიურად მუშაობენ ქვეყანაში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და აქ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. პროექტის ინიციატორები მგვ ორგანიზაციები: საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია  „Wasteless“ ,  „თეგეტა გრინ პლანეტ“  და „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ არიან.

„პროექტის ფარგლებში, რომელიც საავტომობილო აკუმულატორებისა და საბურავების ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა-განვითარებას ისახავს მიზნად, შპს „რეკსოლ“  აქტიურად თანამშრომლობს  ბანკებთან, რის შედეგადაც ჯამში აღნიშნულ პროექტში  დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და დასაქმდება 50-მდე ადამიანი. ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსთავის ტერიტორიაზე იგეგმება და დაახლოებით ოთხ ნახევარ ჰექტარს დაიკავებს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, საავტომობილო აკუმულატორების მიმართულებით, პროექტის კონტრაქტორი არის იტალიური კომპანია, შპს „ენჯიტეკი“, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს  უმაღლეს ხარისხსა და  გადამამუშავებელი ქარხნის შესაბამისობას საერთაშორისო, ევროპულ  სტანდარტებთან. 

ქარხნის წარმადობა წელიწადში 12 000 ტონა იქნება, რაც სრულად დაფარავს საქართველოს საჭიროებებს. პროექტის პირველი ეტაპი ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ხელშეკრულების რატიფიკაციიდან 18 თვეში ქარხანა სრულიად დაიწყებს ფუნქციონირებას.

„საბურავების გადამუშავების მიმართულებით კი, დაგეგმილია შესაბამისი მანქანა/დანადგარების შეძენა თურქული კომპანიისგან. ქარხანა ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ 8-12 თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში ნარჩენების გადამუშავების პროცესსა და ხელს შეუწყობს ქვეყნის წრფივი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას.  

მგვ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არაკომერციულია, 2022 წლიდან ,საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ზრუნავენ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ნარჩენების მდგრადი მართვისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით. მგვ ორგანიზაციების,  „Wasteless“, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა“  და „თეგეტა გრინ პლანეტის“,  საერთო მიზანს საქართველოში ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვა და ქვეყანაში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.  მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ისეთ გლობალურ მიზნებს ემსახურება, როგორებიცაა გარემოს დაბინძურების პრევენცია, გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება,  ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოში,  რაც არამარტო გარემოს დაცვას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასაც ემსახურება“, - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა