მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანაში მდგრადი მობილობის ახალი გერმანულ-ქართული პროექტის Connect Georgia განხორციელება იწყება

news image
mbc image

10 აპრილს თბილისში გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით დაფინანსებული ახალი პროექტის “Connect Georgia”-ს გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში განსახორციელებელი მდგრადი რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მოიცავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აქტიური მობილობის (ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების) გაუმჯობესებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე მოსახლეობისთვის აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის მიმართულებით ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო პირობების გაუმჯობესება, რაც შესაბამისი სამინისტროების, სხვა ეროვნული უწყებებისა და რეგიონული მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში ვერენა ცელი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანდრა შენკე და პროექტ “Connect Georgia“-ს ხელმძღვანელი იან რიკმაიერი.

„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და საქართველოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც ეხება 2030 წლის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ქვეყნის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას“, განაცხადა ვერენა ცელმა თავის გამოსვლაში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა