მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

„ლაგაზი ბეიქერი“ მომხმარებელს ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარ კლასიკურ პასკებს სთავაზობს

news image
mbc image

საცხობი „ლაგაზი ბეიქერი“ სააღდგომოდ მომხმარებელს ბუნებრივი საფუარით გამომცხვარ პასკებსა და პურებს სთავაზობს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ლაგაზი ბეიქერის“ თანადამფუძნებელმა, ნათია მაჭარაშვილმა განუცხადა.

მომხმარებელს ვთავაზობთ კლასიკურ პასკებს, რომლებიც გამომცხვარია ბუნებრივ საფუარზე „ლომთაგორასა“ და „ზანდურის“ ფქვილის გამოყენებით. ორივე მათგანი ენდემური, თითქმის გადაშენების პირას მყოფი ხორბლის სახეობაა, რომელსაც პურის წარმოებაში იშვიათად იყენებენ.

სწორედ ამიტომ ვცდილობთ ამ უნიკალური ჯიშების აღდგენასა და პოპულარიზაციას - ერთ-ერთი გზა კი არის მომხმარებლისთვის მათი განსაკუთრებული თვისებების გაცნობა. „ზანდური“ საქართველოში არსებული ხუთი ენდემური ხორბლის ერთ-ერთი სახეობაა, რის გამოც გადავწყვიტეთ პასკები სწორედ „ზანდურისა“ და „ლომთაგორას“ ფქვილით გამოგვეცხო.

გვაქვს ორი ზომა - 500 გრამიანი (35 ლარი) და 1 კილოგრამიანი (50 ლარი). მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც მორთულ, ისე კლასიკურ პასკებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს მოთხოვნა ძირითადად ტრადიციულ, კლასიკურ ვარიანტზეა.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Wolt-ის მეშვეობით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მტევინო“ ინფრასტრუქტურას აფართოებს და სტუმრებს დასვენების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

15.10.2026.18:00

სასტუმრო „მტევინო“ სტუმრებს დასვენებისა და გართობის დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპლექსის ინფრასტრუქტურას პადელის კორტი და ველობილიკი დაემატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერმა, ქეთი ხვედელიძემ ესაუბრა.

„პადელი ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ სპორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან. რეგიონში პადელის კორტების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენი სტუმრებისთვის დამატებითი აქტივობა შეგვეთავაზებინა და სასტუმროს სივრცისთვის პადელის კორტი დაგვემატებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუმრებს მხოლოდ განთავსების სერვისი არ შევთავაზოთ და მათ დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობებიც შევუქმნათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. პადელის კორტთან ერთად, სასტუმროში უკვე გვაქვს საცურაო აუზი და ველობილიკიც, რაც სტუმრებს აქტიური დასვენების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ქეთი ხვედელიძე.

„მტევინო“ სტუმრებს მრავალფეროვან მასტერკლასებს სთავაზობს.

„ოქტომბერი ჩვენთვის განსაკუთრებით დატვირთული პერიოდია და მიმდინარე თვეში სასტუმრო სრულად არის დატვირთული, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად გვსტუმრობენ სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც რთველში მონაწილეობენ.

სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას ვთავაზობთ - ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობიდან დაწყებული, სხვადასხვა კულინარიული მასტერკლასით დასრულებული. მათ შორისაა ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის ცხობა, ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადება. ეს აქტივობები სტუმრებს საშუალებას აძლევს, ქართულ ტრადიციებს უფრო ახლოს გაეცნონ და დასვენებასთან ერთად, ადგილობრივ კულტურაშიც მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერი.

კომპანია სამომავლოდ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს.

„განვითარებას არ ვაჩერებთ და სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას ვაგრძელებთ. წლის დარჩენილ პერიოდში კიდევ სამი კოტეჯის დამატებას ვაპირებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური დასვენების მსურველებისთვის.

ამ ეტაპზე სასტუმროს ტერიტორიაზე ოთხი კოტეჯი გვაქვს, თითოეულში კი ორი ნომერია განთავსებული. გარდა ამისა, მთავარ შენობაში ხუთი ნომერი ფუნქციონირებს. ამჟამად ძირითადად ორპირიან ნომრებს ვთავაზობთ სტუმრებს, რომლებშიც დამატებითი საწოლის განთავსებაც შესაძლებელია. ახალი კოტეჯების დამატება კი მოგვცემს შესაძლებლობას, ოჯახებს უფრო კომფორტული გარემო და განთავსების მეტი არჩევანი შევთავაზოთ.

სამი ახალი კოტეჯის დამატების შემდეგ, საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება და სასტუმრო ჯამურად დაახლოებით 50 სტუმრის მიღებას შეძლებს. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად განვავითაროთ როგორც განთავსების შესაძლებლობები, ისე დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი სერვისები“, - აღნიშნავს ქეთი ხვედელიძე.

ინფორმაციისთვის, „მტევინო“ აერთიანებს ბუტიკურ სასტუმროს, ღვინის ქარხანას, რესტორანს, კულინარიულ მასტერკლასებსა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეებს. კომპლექსი თბილისიდან 40 წუთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა